რუსთავში ქალებმა კაცს დაუდგენელი სასმელი დაალევინეს და 5000 ლარი მოპარეს
შემთხვევა - 12:24, 10 Dec, 2018     1836

რუსთავში, კოსტავას გამზირზე, 50 წლამდე მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ნახეს და ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ორმა ახალგაზრდა ქალმა ალკოჰოლურ სასმელში დაუდგენელი ნივთიერება შეურია, სასმელი მამაკაცს მოტყუებით დაალევინეს რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. სიტუაციით ქალებმა ისარგებლეს და მამაკაცი გაქურდეს.

ერთერთი თვითმხილველის თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ღამის საათებში 2 გოგოსთან ერთად კოსტავას გამზირზე გადაადგილდებოდა, მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელი და ტკბილეული შეიძინა, რის შემდეგად ტერიტორია დატოვა, მოგვიანებით კი ის ქუჩაში უგონო მდგომარეობაში ნახეს.

მამაკაცი მძიმე ინტოქსიკაციით, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში განაცხადეს, რომ პაციენტმა ერთი დღე რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა, ხოლო ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ირკვევა რომ 50 წლამდე მამაკცს თან 5000 ლარამდე თანხა ჰქონდა, თუმცა გონებაზე მოსვლის შემდეგ მან ფული ვეღარ ნახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს".

არსებული ინფორმაციით მამაკაცმა პოლიციაში არ განაცხადა რომ ის ქალებმა გაქურდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42