33 წლის ალენა კრავჩენკო უკრაინის ქალაქ ოდესაში ცხოვრობს, თუმცა მას ყველა რაპუნცელს ეძახის. მიზეზი მისი გრძელი თმებია, რომელიც ბოლოს 5 წლის ასაკში შეიჭრა.
მისი თმის სიგრძე ამჟამად 2 მეტრს შეადგენს.
როგორც ალენა ამბობს, თმას ხშირად არ იბანს, რადგან ფიქრობს, რომ პროდუქხია იმდენად ხარისხიანი არ არის, მის თმას ზიანი რომ არ მიაყენოს.
„მიყვარს ბუნებრიობა, ამიტომაც თმისთვის ბუნებრივ ზეთებს ვიყენებ, რაც თმას ბრწყინვალებას ჰმატებს“ - ამბობს ალენა.
ალენა ტყუპი გოგონების დედაა. მისი თქმით ვალერია და მიროსლავა დედის თმაზე გიჟდებიან და სთხოვენ, რაპუნცელის კაბა ჩაიცვას ხოლმე. ამიტომაც, ალენამ გადაწყვიტა მისი საქმიანობა ამ თემასთან ყოფილიყო დაკავშირებული და ბავშთა წვეულებებს უწევს ორგანიზებას. ის ხშირად რაპუნცელის კაბას იცვამს და თავად ამხიარულებს ბავშვებს.







მასალის გამოყენების პირობები






