საბჭოთა კინოს ვარსკვლავი რეჟისორ ლეონიდ გაიდაის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს - რა ხდებოდა "კავკასიელ ტყვე ქალის“ გადაღებაზე
ეს საინტერესოა - 18:45, 07 Dec, 2018     7205
მსახიობი ნატალია ვარლეი, რომელიც ფილმ „კავკასიელ ტყვე ქალში“ სტუდენტი ნინას როლს ასრულებს, რეჟისორ ლეონიდ გაიდაის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე ალაპარაკდა.


თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „ბაგირზე მოსიარულე“ მსახიობმა დაწერა იმ უსიამოვნო შემთხვევაზე, რომელიც ფილმის გადაღების დროს მოხდა. ალექსანდრე დემიანენკოს („შურიკა“) დაბადების დღის შემდეგ გაიდაიმ ვარლეის სასტუმრომდე მიცილება შესთავაზა, როდესაც ისინი სასტუმროს ნომერთან მივიდნენ, რეჟისორი მის ოთახში შევიდა.

„და ჩვენ დავჯექით - მე სკამის კიდეზე, ლეონიდ იოვის ძე კი მოპირდაპირედ, ფანჯარასთან სავარძელში. სიტუაცია უკიდურესად უხერხული იყო... მე პაუზის შევსება გადავწყვიტე, ვბლუყუნებდი საშას დაბადების დღეზე, ხვალინდელ გადაღებაზე“- წერს ვარლეი წიგნში.

როგორც ვარლეი წერს ოთახში რამდენიმე წუთით გაიდაის მეუღლე ნინა გრებეშკოვაც შევიდამ თუმცა მალევე დაბრუნდა საკუთარ ნომერში. ვარლეის თქმით ამის შემდეგ რეჟისორმა მოულოდნელად დახურა და შეეცადა მისთვის ეკოცნა.

„მე ცირკის გოგო ვიყავი, ძლიერი, მყისიერი რეაქციითმ ამიტომ ერთ წამში მოვახერხე არა მარტო გაიდაის მოშორება, არამედ ნომრიდან გაგდება, კარის დახურვა და ჩაკეტვა.“- წერს მსახიობი თავის ავტობიოგრაფიაში.

ამის შემდეგ რეჟისორმა ვარლეის განუცხადა, რომ მის როლს ფილმში სხვა მსახიობი გაახმოვანებდა.

ფილმი "კავკასიელი ტყვე ქალი" 1967 წელს გადაიღეს. ნატალია ვარლეი ამჟამად 71 წლისაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42