ბახტიერ სინდროვი უზბეკეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, რამდენიმე წლის წინ როდესაც ის ძალიან პატარა იყო მათ სახლში ხანძარი გაჩნდა, მისი საწოლი ბუხართან ახლოს იდგა, როდესაც ცეცხლი მის საწოლზე გადმოვიდა და საშინლად დააზიანა. მას რამდენიმე წელი პირის გაღება არ შეეძლო და მილით კვებავდნენ, რის გამოც კბილები დაუზიანდა, ბავშვის სახე იმდენად დამახინჯებულია, რომ მშობლები გარეთ გაყვანისას სახეს უფარავენ
ბახტიერ თოვლის ბაბუას ახალი სახეს იმისთვის სთხოვს, რომ ის სხვა ბავშვების მსგავსი იყოს და სკოლაში სიარული შეძლოს. ბიჭმა ჯერ წერა არ იცის, ამიტომ საახალწლო სურვილების წერილი მამას უკარნახა:
„გამარჯობა თოვლის ბაბუა, მე მქვია ბახტიერი. მე დავიწვი, როდესაც პატარა ვიყავი. ცეცხლში სახე დავკარგე და მას შემდეგ მე ადამიანებისგან დამალვა მიწევს იმის გამო, რომ მათ ჩემი ეშინიათ. მე თავადაც მეშინია საკუთარი თავის, როდესაც სარკეში ვიყურები, მე არ მაქვს ცხვირი, ყურები და თმები. დედამ მითხრა, რომ მე სკოლაში წასვლას ვერ შევძლებ. მე ხშირად მტკივა, მაგრამ არ ვტირი, დედა ტირის
თოვლის ბაბუა, გამომიგზავნე ახალი სახე, გთხოვ, მე აღარასდროს ვიტირებ ცხოვრებაში, მე უბრალოდ მინდა ვიყო ისეთი, როგორიც სხვა ბავშვები არიან.“- ნათქვამია წერილში.
გასულ წელს ბახტიერს სამედიცინო დახმარება გაეწია ინდოეთის ერთ-ერთ კლინიკაში, ამაში მას საქველმოქმედო ორგანიზაციები და ოჯახის ახლობლები დაეხმარნენ. რეკონსტრუქციული ოპერაციის დროს ბიჭს ტუჩები, კბილები და ქუთუთოები გაუკეთეს. მიმდინარე წლის ივლისში კი კისერში იმპლანტები შეუყვანეს, რომელიც კანს გაზრდის, რასაც შემდეგ სახეზე გადასანერგად გამოიყენებენ.





მასალის გამოყენების პირობები






