ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ძალიან ახლოს არიან იმ პროცესების სრულად გაანალიზებისკენ, რომელმაც დედამიწის ფორმირებას შეუწყო ხელი. ამის შესახებ სტატია პორტალ phys.org-ში გამოქვეყნდა.
ჩვენი პლანეტის წარმოშობის შესახებ სამი ძირითადი ჰიპოთეზა არსებობს.
პირველი ჰიპოთეზით, დედამიწა სწრაფად "იზრდებოდა" (3-5 მილიონი წლის განმავლობაში. იგი სწრაფად იზიდავდა წყალსა და აირს ახალგაზრდა მზის გარშემო არსებული ღრუბლიდან.
მეორე ამტკიცებს, რომ კოსმოსური მტვრის ნაწილაკები მზის დასხივებით გარდაიქმნებოდნენ ციურ სხეულებად - პლანეტაზიმალებად, რომლებიც შემდეგ პლანეტური შერწყმის წყაროები გახდნენ.
მესამე თეორით, დედამიწა ნელა ვითარდებოდა ჟანგბადით, წყლითა და აზოტით მდიდარი მემეტეორების მეშვეობით.
იმისთვის, რომ გაეგოთ, თუ რომელი ჰიპოთეზაა სიმართლესთან ახლოს, მეცნიერებმა ნეონის იზოტოპები შეისწავლეს, რომელიც დედამიწის მანტიამ მიიზიდა პლანეტის ფორმირების პროცესში. ნეონი ინერტული გაზია, რომელზეც წყლის ორთქლისგან, ნახშირორჟანგისა და აზოტისგან განსხვავებით ქიმიური და ბიოლოგიური პროცესები ზემოქმედებას არ ახდენენ. ამის გამო იგი სამუდამოდ ინახავს საკუთარი წარმოშობის შესახებ ინფორმაციას.
გამოირჩევა ნეონის 3 იზოტოპი ნეონ-20, 21 и 22. სამივე მათფგანი სტაბილური და არარადიოაქტიურები არიან. ამასთან, ნეონ-21 ურანის რადიოაქტიური დაშლის შედეგად წარმოიქმნება. ასე რომ, ნეონ-20-ისა და ნეონ-22-ის რაოდენობა უცვლელი იქნება პლანეტის დაბადებიდან დღემდე. აქდან გამომდინარე, სამივე თეორიას 20 და 22 იზოტოპების თანაფარდობის საკუთარი შესაბამისობა ექნება.
ამ თანაფარდობის კოეფიციენტის განსაზღვრისთვის მეცნიერებმა შეისწავლეს ვულკანების წყალქვეშა და ყინულქვეშა ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი ლავის ნიმუშები. მათ ეს ნიმუშები დაშალეს ჰერმეტულ კამერაში და გაანალიზეს აირის შემადგენლობა, დიდი მგრძნობელობის მასს-სპექტომეტრის მეშვეობით. მიღებული შედეგებით, მათ გააკეთეს დასკვნა, რომ ყველაზე მაღალი ალბათობა სწორედ პირველ თეორიას - სწრაფი ზრდის ჰიპოთეზას აქვს.
"დედამიწის მანტიის სიღმეში ნებულარული ნეონის არსებობა , არის მარკერი იმისა, რომ სიცოცხლისთვის აუცილებელი ნივთიერებები - წყალბადი, წყალი, ნახშირორჟანგი და აზოტი დედამიწაზე ერთდროულად გროვდებოდა," - აცხადებენ მეცნიერები.
მასალის გამოყენების პირობები






