პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის ადვოკატის შოთა მანელიძის განცხადებით, მინდია გოგოჭურთან ან გიორგი რაზმაძესთან დაკავშირებული დანაშაულის რაიმე კონკრეტული საგანი არ არსებობს:
„მთელი ღამის განმავლობაში, საცხოვრებელ ბინაში ტარდებოდა ჩხრეკა. ჩვენ იმთავითვე ვიცოდით, რომ უკანონო იქ არაფერი იყო. თვალსაჩინოებისთვის, ჩვენ მზად ვიყავით, რომ სახლში ნებისმიერი კუთხე სათანადოდ ყოფილიყო დათვალიერებული. ამიტომაც ვიჩენდით მაღალ სამართლებრივ კულტურას, მოთმინებას. ფაქტობრივად, დილის 08:00 საათამდე მორჩილად ველოდებოდით. რომელ იარაღზე მესაუბრებით?დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ თურმე ერთ კი არა ორ იარაღზეც ყოფილა საუბარი. ცალსახად გეუბნებით, ბუნებაში ასეთი არ არსებობს. მინდია გოგოჭურთან ან გიორგი რაზმაძესთან დაკავშირებული დანაშაულის რაიმე კონკრეტული საგანი არ არსებობს", - განაცხადა მანელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






