"მინდიაზე გავაქირავე და ვინ ცხოვრობს არ შემიმოწმებია. 6 თვით იქირავეს. წყვილი იყვნენ მოსული თვითონ და მეგობარი გოგო. ერთი თვეც არ გასულა. ძალიან მშვენიერი ნორმალური წყვილი ჩანდა, არაფერი არ შემიმჩნევია,"-აცხადებს ია სეხნიაშვილი.
ბინის მეპატრონის განცხადებით, ის რომ მის ბინაში სპეცოპერაცია ტარდებოდა მეზობლებმა შეატყობინეს.
„სპეცრაზმი საკმაოდ უხეშად და ხმაურიანად შევარდა, ცოტა ხანი რომ მოეცადათ, სად წავიდოდა ადამიანი. ჩამოანგრიეს კარი, შემოცვივდნენ. მეზობლები პანიკაში იყვნენ და დამირეკეს.
იარაღის შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცი. ყველა სამუშაო პოლიციამ ღამით ჩაატარა”- ამბობს ბინის მეპატრონე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის სიძე და მისი მეგბარი გუშინ დააკავა.
შს სამინისტროში განმარტავენ, რომ საცხოვრებელი სახლიდან, სადაც გოგოჭური და კიდევ ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან კი 2 პისტოლეტი, რომელიც აღნიშნულმა პირებმა პოლიციის გამოჩენისას ბინიდან გადაყარეს.
მასალის გამოყენების პირობები






