"შემოიყავანეს იმიტომ, რომ ვითარება არ გართულებულიყო"- აცხადებს ადგილობრივი.
"ნიუპოსტი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც მედიით გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურეს.
"ფოკაში დამატებითი საპოლიციო ძალები არ არის შეყვანილი. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, შემოსაზღვულ ტერიტორიას იცავს პოლიცია"- აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, 3 დეკემბერს, 33 წლის ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით მკრტიჩიანმა თანაკლასელი სოფლის ცენტრში მოკლა. ახალგაზრდას 4 ტყვია აქვს ნასროლი. არსებული ინფორმაციით ერთ-ერთი საკონტროლოა.
ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობას ნინოწმინდაში არეულობა მოჰყვა. შურისძიების მიზნით მკვლელობაში ბრალდებულის სახლები და ავტომობილები მოკლულის ნათესავებმა გადაწვეს.
ჯგუფურ შურისძიებაში ნინოწმინდის 300-მდე მცხოვრები მონაწილებდა. გვიან ღამით სამართალდამცველები იძულებულები გახდნენ, გალუსტ მკრტიჩიანის ოჯახის წევრები და ნათესავი სოფლიდან გაეხიზნათ.
მოკლულ ხაჟაკ ტოროსიანსადა გალუსტ მკრტიჩიანს შორის ჩხუბი ზაფხულში მოხდა და ბოლო რამდენიმე თვეა მოკლულს ემუქრებოდნენ. ძველი კონფლიქტის საქმეზე რამდენიმე თვის წინ სასამართლომ გარდაცვლილი ტოროსიანი გაამტყუნა და მას 1-წლიანი პირობითი მსჯავრი დააკისრა.
მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა, მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა დღეს შეუფარდა.
შენიშვნა: ფოტო არ ასახავს რეალობას.
მასალის გამოყენების პირობები






