ბათუმში ყაჩაღებმა თავი პოლიციელებად გაასაღეს, ტურისტებს "ჩხრეკდნენ" და მობილური ტელეფონი წაართვეს
შემთხვევა - 13:06, 05 Dec, 2018     1901

ძარცვის შემთხვევა ბათუმში. რუსთაველის # 10-ში, პოლიციის განყოფილების მომიჯნავე ჰოსტელში გუშინ, გვიან ღამით ორი მამაკაცი შეიჭრა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა მძარცველებმა ჰოსტელის მობინადრეებს განუცხადეს, რომ პოლიციელები იყვნენ და სასწრაფოდ გამოეჩინათ ნარკოტიკები და პირადი ნივთები. მძარცველებმა ერთ-ერთ ბინადარს მობილური წაართვეს, თუმცა ჰოსტელის ბინადრებმა ერთ-ერთი თავად დააკავეს და პოლიციის გამოძახებაც მოასწრეს. მეორე მძარცველი კი, რომელმაც გაქცევა მოახერხა, მოგვიანებით პოლიციამ დააკავა.

„რვა სტუმარი იყო ჰოსტელში. ერთ-ერთი ჩემი სტუმარი სიგარეტს ეწეოდა ეზოში. ორი პირი მას თავს დაესხა და ასე შეაღწიეს შენობაში. ყვიროდნენ პილიციელები ვართ, სასწრაფოდ გამოაჩინეთ ნარკოტიკი და ნივთებიო. ერთს მობილური წაართვეს. კორეელი სტუმრისთვის უნდოდათ აიპოდის წართმევა, თუმცა მან არ მისცა. ამ დროს ისევ ჩემმა სტუმრებმა ერთ-ერთი დააკავეს, პოლიციაც გამოიძახეს. პოლიცია ძალიან ოპერატიულად მოვიდა და მეორეც დააკავა, რომელიც გაიქცა. ერთი დაკავებული დაღესტნელი იყო, რუსეთის მოქალაქე, მეორე კი ქართველი. არ ვიცი, იარაღი ჰქონდათ თუ არა. როგორც გავიგე დაღესტნელს პოლიციაში დანა აღმოაჩნდა“, – იხსენებს ჰოსტელის მეპატრონე ირაკლი გლაზოვი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

წყარო: 1Tv.Ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42