ბრალდებული გალუსტ მკრტიჩიანი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ იცრუა, რადგან მან თავად დარეკა პოლიციაში და მკვლელობის ადგილიდან არ მიმალულა.
"მე დავრეკე პოლიციაში და შევატყობინე, არსად მივმალულვარ და რატომ ავრცელებს პოლიცია ამ ინფორმაციას არ ვიცი. დანაშაულის ჩადენის იარაღსა და ადგილზეც მე მივუთითე სამართალდამცველებს“-განაცხადა გალუსტ მკრტიჩიანმა.
სასტიკი მკვლელობა ფოკაში 3 დეკემბერს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით მკრტიჩიანმა თანაკლასელი 33 წლის მამაკაცი სოფლის ცენტრში მოკლა. ახალგაზრდას 4 ტყვია აქვს ნასროლი. არსებული ინფორმაციით ერთ-ერთი საკონტროლოა.
მას შემდეგ, რაც ბრალდებული დააკავეს, ცხედარი კი პროზექტურიდან გადმოასვენეს, მოკლულის ახლობლებმა მიკრტიჩიანების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი წაუკიდეს და მათი კუთვნილი ავტომობილები დაწვეს.
მკვლელობის მიზეზად რამდენიმე თვის წინ კლასელებს შორის დაწყებული დაპირისპირება სახელდება.
მასალის გამოყენების პირობები






