რა საახალწლო ცრურწმენები აქვთ და როგორ უთქვამენ სურვილებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
ეს საინტერესოა - 17:02, 04 Dec, 2018     3496
სურვილის ჩაფიქრება და მისი ასრულების რწმენა ახალი წლის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ატრიბუტია.

ბევრი ჩვენგანი თვეების განმავლობაშიც კი ელის 31 დეკემბერს, რათა სურვილი ჩაიფიქროს და მისი ასრულების იმედით შეხვდეს მომდევნო წელს.

დღეს, გიამბობთ იმის შესახებ თუ რა საახალწლო ცრურწმენები აქვთ და როგორ იფიქრებენ სურვილებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

იტალია - სანამ საათი 12-ჯერ ჩამოკრავს და ახალი წელი შემობრძანდება, იტალიელები ყურძნის 12 მარცვალს მიირთმევენ და თან სურვილს იფიქრებენ.

მათი აზრით ყურძნის 12 მარცვალი ჯანმრთელობისა და ფორტუნის კეთილგანწყობის სიმბოლოა.

ამ დროს აუცილებელი პირობა გახლავთ ის, რომ ყურძნის კურკები არ უნდა გადაყლაპო. ეს საახალწლო ჯადოქრობის მნიშვნელოვან ატრიბუტად ითვლება.

შოტლანდია - აქ საახალწლო ტრადიციებისა და რიტუალების ეპიცენტრი გახლავთ ბუხარი.

მთელი ოჯახი სწორედ ცეცხლის პირას ხვდება ახალ წელს და საახალწლო სურვილსაც სწორედ ცეცხლს ანდობენ.

ახალი წლის დადგომის შემდეგ კი ოჯახის უფროსი აღებს შემოსასვლელ კარს და მათი რწმენით ამ დროს სახლიდან უარყოფითი ენერგია გადის.

გერმანია - გერმანელები ახალი წლის დადგომისას დივნებსა და სკამებზე დგებიან, შედმეგ იატაკზე ხტებიან და გადახტომის პროცესში იფიქრებენ სურვილს.

ცნობისთვის ამ ტრადიციის ერთგულია ყველა ასაკის გერმანელი და უცხოელებში მათი ქცევა ხშირად იწვევს გაოცებას.

ბულგარეთი - ეს ქვეყანა ყველაზე რომანტიული საახალწლო ტრადიციის სამშობლო გახლავთ.

ახალი წლის დადგომისას ყველა ბულგარელის იჯახში, ერთი წუთით შუქს აქრობენ.

სიბნელეში შეყვარებულმა წყვილებმა ერთმანეთის პოვნა და კოცნა უნდა მოასწრონ.

ცრურწმენის თანახმად, ვინც ამას მოახერხებს, ყველა სურვილი აუხდება.

ბრაზილია - ამ ქვეყნის მაცხოვრებლები ახალი წლის ღამეს ოკეანის პირას მიდიან და წყალში უშვებენ ყვავილებს ან სანთლით დამშვენებულ მინიატურულ გემებს.

ცრურწმენის თანახმად, ვის საჩუქარსაც ოკეანე მიიღებს და ნაპირზე არ გამორიყავს, მას საახალწლო სურვილები აუსრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42