სპეცოპერაცია ლიხაურის ქუჩაზე - დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, მათ პროტესტის ნიშნად, დოკუმენტზე "სლავა უკრაინა" დააწერეს.
სამართალი - 10:00, 04 Dec, 2018     1137
თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ საქართველოს ერთ და უკრაინის 7 მოქალაქეს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. მათ პროტესტის ნიშნად, ბრალის წარდგენის დოკუმენტზე სლავა უკრაინა დააწერეს.

ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდებულები საქართველოში ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ და დანაშაულთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

ადვოკატები დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ.

პოლიციის სამმართველოსთან, სადაც ბრალდებულებს კითხავდნენ, უკრაინის რადას დეპუტატი სიმიონ სემეჩენკოც იმყოფებოდა. მან ფაქტი პროვოკაციად შეაფასა.

“მე საქართველოში ოფიციალურად, არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით ჩამოვედი. ბიჭები აქ ჩამოვიდნენ დასასვენებლად და მეგობრებთან შესახვედრად. არც ერთ მათგანს არ ჩაუდენია დანაშაული. მათ ყოველდღე ვხვდებოდი და შემიძლია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაცნობო თუ სად და ვის ხვდებოდნენ ისინი, რომელი მეგობრების ოჯახები მოინახულეს. მაგრამ რატომღაც გამოძიებას ეს არ აინტერესებს,”-განაცხადა უკრაინის რადას დეპუტატმა სიმიონ სემერჩენკომ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42