შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე უკრაინის 7 მოქალაქის დაკავებას ადასტურებს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს.
თბილისში, სასტუმრო "ალიანსში" სპეცოპერაცია გამთენიისას ჩატარდა. როგორც აღმონდა დაკავებულთა შორისაა უკრაინაში, დონბასში მებრძოლი ქართველი ლუკა ჩხეტია. რომელიც დღეს, 15:00 საათზე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.
ოჯახი სამხედროს დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებენ.
ლუკა ჩხეტია, ბოლო 2 წელიწადია, რაც უკრაინაში, დონბასში იბრძვის.ის ავღანეთში სამშვიდობო მისიით ორჯერ იმყოფებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






