ებრაელმა მეცნიერებმა გაშიფრეს ჩვ. წელთაღრიცხვით 1 საუკუნის ბეჭედზე არსებული წარწერა და მასზე პილატე პონტოელის სახელი ამოიკითხეს. მათი განცხადებით, ეს ბეჭედი ან თავად პილატეს შეიძლება ეკუთვნოდეს, ან მის რომელიმე ჩინოვნიკს.
ბეჭედი, სხვა მრავალ არტეფაქტთან ერთად გასული საუკუნის 60-იან წლებში იროდიონის ციხე-სიმაგრის (იხ. სურათი) გათხრების დროს აღმოაჩინეს. ციხე-სიმაგრე ისრაელის მეფე იროდმა იერუსალიმსა და ბეთლემს შორის ააშენა.
წარწერა ბეჭედზე მოგვანებით აღმოაჩინეს, მას შემდეგ, რაც ის საფუძვლიანად გაწმინდეს და სპეციალური მოწყობილობებით სხვადასხვა რეჟიმში ფოტოები გადაუღეს.
"ბეჭედზე გამოსახულია ღვინის ჭურჭელი და ბერძნულ ენაზე გაკეთებული მოვარაყებილი წარწერა "პილატეს..." ჩვენ არ ვიცნობთ იმ ეპოქაში მოღვაწე სხვა პილატეს, გარდა იმ პიროვნებისა, რომელმაც ისეო ქრისტე გაასამართლა. ბეჭედი მეტყველებს, რომ ის წარჩინებულ ადამიანს ეკუთვნოდა. იგი ან დოკუმენტის დამადასტურებელ ბეჭდად გამოიყენებოდა, ან კიდევ იმის დამადასტურებელი იყო, რომ მისი პატრონი რომაელია და მხედართა წოდებას განეკუთვნება," - აცხადებენ მეცნიერები.
მასალის გამოყენების პირობები






