7 წლის ჯეის ჰინდმენმა, ვესტ ლოთიანიდან, წერილი მიიღო, რომელშიც დადასტურებული იყო, რომ მისმა გზავნილს მამასთან მიღწევამდე, რთული გზის გავლა მოუწია.
ბავშვის დედამ ტერი კოპლენდი ამბობს: „ვერ გადმოგცემთ, რამდენად ემოციური იყო, როდესაც გაიგო რომ მისმა მამამ ბარათი მიიღო. სამფო ფოსტამ ადამიანებისადმი რწმენა დამიბრუნა“
ჯეისის წერილს სამეფო ფოსტის წარმომადგენელმა შონ მილიგანმა უპასუხა:
„მსურს ვისარგებლო შესაძლებლობით და გაცნობოთ იმის შესახებ, თუ როგორ შევძელით გადაგვეცა თქვენი წერილი მამათქვენისთვის სამოთხეში. ეს რთული გამოწვევა იყო, რადგან გზად ვარსკვლავებისა და კოსმოსის სხვა ობიექტებისთვის თავის არიდება გვიწევდა. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა უზრუნველვყოთ წერილის სამოთხეში უსაფრთხოდ მიტანა.
სამეფო ფოსტის ფეისბუკპოსტს, სადაც ჯესისთვის მიწერილი პასუხია გამოქვეყნებული, 200 ათასზე მეტი გაზიარება აქვს.
ჯესი და მისი 10 წლის და ნეივი მამის დაბადების დღეს მისი გარდაცვალების შემდეგ 2014 წლიდან ყოველ წელს აღნიშნავენ.



მასალის გამოყენების პირობები






