სასტიკი მკვლელობა ქობულეთში - სამართალდამცავებმა დამნაშავე თურქეთში დააკავეს
სამართალი - 21:42, 28 Nov, 2018     4457

ქართველმა და თურქმა სამართალდამცველებმა ქობულეთში განზრახ მკვლელობის ჩამდენი პირი დანაშაულიდან რამდენიმე საათში თურქეთში დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაისუბანში მომხდარი, 1973 წელს დაბადებული მ.ც.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია - 1 პირი.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქართველი სამართალდამცველების მიერ, მკვლელობის ფაქტიდან ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა ჯ.ა.-მ ქობულეთის რაიონში, სოფელ ჩაისუბანში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მ.ც.-ს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ჯ.ა თურქეთის მიმართულებით გაემგზავრა და მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე მიიმალა. ქართველი და თურქი სამართალდამცველების ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ჯ.ა. ჩადენილი მკვლელობიდან რამდენიმე საათში, თურქეთში დააკავეს.

დაკავებულის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოყვანა უკვე განხორციელდა, ჯ.ა. ქართველ სამართალდამცველებს თურქმა კოლეგებმა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გადმოსცეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არ არის და დანაშაული წლების წინ არსებულ პირად კონფლიქტს უკავშირდება.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42