საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ლონდონის სასამართლოში დაკითხვაზეა დაბარებული, საუბარია ბიზნესის რეკეტის საქმეზე.
ზაზა ოქუაშვილის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ სასამართლოში ბიძინა ივანიშვილთან ერთად, დიმიტრი ქუმსიშვილი, ანზორ ჩუბინიძე, ლევან ყიფიანი, გიორგი გახარია და ნოდარ ხადური დაიბარეს.
„ჩვენ მივწერეთ 6 პირს. ესენი არიან ბიძინა ივანიშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილი, ანზორ ჩუბინიძე, ნოდარ ხადური, გიორგი გახარია და ლევან ყიფიანი. მათგან მხოლოდ ერთმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიპასუხა, რომელმაც მარტივად მოგვწერა, რომ მას არაფერი ჩაუდენია.
ეს დადებით პასუხად არ ითვლება. დანარჩენებისგან კი საერთოდ არაფერი მიგვიღია. ახლა ლონდონის უმაღლეს სასამართლოში წარვადგენ სარჩელს. ჩვენ თანაბრად ვართ დაინტერესებული ბიძინა ივანიშვილით და დანარჩენი 5 პირით, რადგან იმ მტკიცებულების მიხედვით, რომელიც ჩემს კლიენტს აქვს და რომელიც მაჩვენა, ყველა ეს პირი ჩართულია შეთქმულებაში.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიცოდით კიდეც ამის შესახებ. ახლა საჭირო რამ უნდა გავაკეთო - ჩემს ხელთ არსებული მტკიცებულება სასამართლოში უნდა წარვადგინო. მტკიცებულების დეტალებზე რა თქმა უნდა ტელევიზიით ვერ ვისაუბრებ.
გარკვეული დრო სჭირდება. ამის შემდეგ დაინიშნება წინასწარი მოსმენები, რომელიც განსაზღვრავს სასამართლოს განრიგს. ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, მოსთხოვენ ჩვენების მიცემას. როდესაც დიდ საქმეებზეა საუბარი, უნდა მოგროვდეს მოწმეთა ჩვენებები და მხარეებმაც უნდა წარმოადგინონ თავიანთი არგუმენტები.
მათ შორის ამ ექვსმა პირმაც. ასე რომ სარჩელი სასამართლომდე ერთ წელიწადში მივა ან შეიძლება ცოტა მეტი დროც დასჭირდეს. სასამართლოს აქვს მოლოდინი, რომ ყველა პირი, ვინც ჩვენებას მისცემს, პროცესს დაესწრება პირადად ან ვიდეო ჩართვის სახით ჯვარედინი დაკითხვისთვის. თუ მოწმე არ გამოცხადდება, სასამართლოს შეუძლია უარი თქვას მის მტკიცებულებებზე ან ძალიან მცირე მნიშვნელობა მიანიჭოს. თუ ამ ადამიანებს სურთ ამ საქმის დაცვა, დაინტერესებული არიან დასწრებით და ჯვარედინი დაკითხვით, მათ მტკიცებულებებსაც სათანადოდ განიხილავენ. ისინი არ არიან ვალდებული დაესწრონ, მაგრამ თუ სურთ ამ საქმის დაცვა უნდა მისცენ ჩვენება, როგორც მოწმეებმა სასამართლოში გამოცხადებით. თუ არ გამოცხადდებიან, მათ სახდელი დაედებათ“-ამბობს კოლინ გიფსონი.
მასალის გამოყენების პირობები






