შსს-მ 7 ნარკორეალიზატორი დააკავა
სამართალი - 17:33, 26 Nov, 2018     2099

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, უწყებამ 7 ნარკორეალიზატორი დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.

სამინისტროს თანამშრომლების ინტენსიური მუშაობის შედეგად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, გარდაბანში, კასპისა და მარნეულის რაიონებში დაკავებულია 7 ნარკორეალიზატორი.

პოლიციამ დაკავებულებისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა.

სამართალდამცველების მიერ გარდაბანში, კასპისა და მარნეულის რაიონებში დაკავებულია 4 პირი: 1980 წელს დაბადებული ა.ზ. 1966 წელს დაბადებული თ.გ. 1964 წელს დაბადებული ნ.ვ. და 1978 წელს დაბადებული თ.ნ.

პოლიციამ ბრალდებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოიღო 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან კი ამოღებულია, სავარაუდოდ, მცირე კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი ვაზნებთან ერთად.

ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, გარდაბნის რაიონში დაკავებულია 2 პირი: 1976 წელს დაბადებული ა.მ. და 1981 წელს დაბადებული ო.ს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების მიერ უკანონოდ გასაღებული 380 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციას.

ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე სამართალდამცველების მიერ, ასევე, დაკავებულია ირანის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული მ.ჰ. პოლიციამ ის თბილისში დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია 250 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

7-ვე დაკავებული ნარკორეალიზატორის მიმართ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ნაწილებით მიმდინარეობს. დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ" - განაცხადა ბორცვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42