გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელის დაჭრა ონში - დაცვის პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა
სამართალი - 17:26, 23 Nov, 2018     2791

შინაგან საქმეთა სამინისტრო ონში გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" შტაბის ხელმძღვანელის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"გვსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ინფორმაცია მიმდინარე წლის 22 ნოემბერს ონში მომხდარ ფაქტზე.

ბრალდებულის დაკავება განხორციელდა დანაშაულის ჩადენიდან უმოკლეს დროში. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით (მათ შორის თვითმხილველების ჩვენებებით), ამ ეტაპზე დგინდება, რომ დანაშაული პოლიტიკური მოტივით არ არის ჩადენილი და კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა. ამასთან, სიმართლეს არ შეესაბამება კონფლიქტის დეტალების შესახებ ცალკეული პირების მიერ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია.

გამოძიებით დადგენილია, რომ 1965 წელს დაბადებული ბრალდებული 22 ნოემბერს, ღამის საათებში მივიდა მეგობართან გასაღების გამოსართმევად. ბრალდებული ქუჩიდან ხმამაღლა ეძახდა მეგობარს. აღნიშნულ ხმაურზე იქვე მეზობლად მცხოვრებმა ნოდარ ბურდილაძემ საკუთარი სახლის აივნიდან გადმოიხედა და ხმაურის გამო შენიშვნა მისცა ბრალდებულს, რაზეც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული გაღიზიანდა. მათ შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რომელიც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ნოდარ ბურდილაძეს ბრალდებულმა კ.ი.-მ დანით ჭრილობა მიაყენა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები დაზიანების ხარისხის და მიყენების მექანიზმის დასადგენად.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, კ. ი. მომხდარიდან მალევე მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში ფიგურირებს ფაქტის შემსწრე, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის სამმართველოს თანამშრომელი, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს პროკურატურას, ხოლო დაცვის პოლიციის თანამშრომელს გამოძიების დასრულებამდე შეუწყდა სამსახურეობრივი უფლებამოსილება" - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42