მესამე სექტორის წარმომადგენელის თქმით, წყაროს დასახელებას ისინი, კვლავ არ აპირებენ, რის უფლებასაც საქართველოს კონსტიტუცია აძლევთ.
"არ ვაპირებ წყაროს დასახელებას, იმიტომ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი, ის ფუძემდებლური პრინციპი, რის საფუძველზეც მუშაობენ მთელს მსოფლიოში უფლებადამცველი ორგანიზაციები. მე ვარ მარტო ჩვენი ორგანიზაციის მესამე თანამშრომელი და ვიტყვი ზუსტად იმავეს, რაც უთხრეს ჩვენმა სხვა თანამშრომლებმა. რა ინფორმაციაც გვაქვს, იმას ვეუბნებით სრულად. ერთადერთი, რასაც არ ვეუბნებით, ეს არის ინფორმაცია წყაროს შესახებ და ამის ართქმის უფლებას ჩვენ გვაძლევს საქართველოს კონსტიტუცია და მეც არ ვაპირებ წყაროს დასახელებას, იმიტომ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი, ის ფუძემდებლური პრინციპი, რის საფუძველზეც მუშაობენ მთელს მსოფლიოში უფლებადამცველი ორგანიზაციები" - აღნიშნა გიორგი ონიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






