10 ტიპის ადამიანი, რომლებიც „ფეისბუქიდან“ უნდა წაშალოთ
ეს საინტერესოა - 11:11, 23 Nov, 2018     32352

21-ე საუკუნის ადამიანები ახალი გამოწვევების წინაშე ვართ და ჩვენი ბედნიერების ხარსიხზე უამრავი სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბედნიერების ხარისხს მნიშვნელოვნად განაპირობებს ისიც, თუ როგორი მეგობრები გვყავს სოციალურ ქსელებში.

შესაძლოა, ამაზე არასოდეს გიფიქრიათ, მაგრამ რეალურად, სოციალურ ქსელებში მეგობრების წრეში გვყავს ისეთი ადამიანები, რომელთა პოსტებიც, ფოტოებიც, შეხედულებები სხვადასხვა საკითხებზე, ჩვენზე ნეგატიურად მოქმედებენ.

ფსიქოლოგები გამოყოფენ ადამიანთა 10 ტიპს, რომლებიც ჯობს, „ფეისბუქ“ მეგობრებიდან წაშალოთ.

1. კრიტიკოსები - გყავთ მეგობრებში ადამიანი, რომელიც მუდამ წუწუნებს, ყველაფერს აკრიტიკებს, ყველაფერზე ნეგატიური შეხედულება აქვს. მარტივად რომ ვთქვათ, მისი „ვოლიდან“ ნეგატივის გარდა არაფერი მოდის და ეს ცუდ განწყობაზე გაყენებთ? აკრიტიკებს სამსახურს, მეგობრებს, ფილმებს, ტელეშოუებს, კაფეებს და დღის განმავლობაში ასეთი კრიტიკისა და წუწუნის შემცველ უთვალავ პოსტს წერს. ცხოვრება ისედაც ბევრი ნეგატივითაა სავსე, რატომ უნდა იკითხოთ გამუდმებით სხვისი წუწუნი?! სჯობს წაშალოთ მეგობრების სიიდან.

2. ყოფილი რომანტიკული პარტნიორი - შესაძლოა, ფიქრობთ რომ ყოფილ რომანტიკულ პარტნიორთან სოციალურ ქსელში მეგობრობა ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს თქვენზე, მაგრამ ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ასე არ არის და ყოველ დღე მისი ბედნიერი ფოტოების ნახვა, მისი ყოველი აქტივობა, ქვეცნობიერად ნეგატიურ განწყობაზე გვაყენებს. გვახსენებს ძველ დროს და გარკვეულწილად ხელი გვეშლება ცხოვრების ნორმალურად წარმართვაში. სჯობს, რომ წაშალოთ ის მეგობრების სიიდან.

3. ადამიანი, რომელიც თავისი პირადი ცხოვრების დეტალებზე „ფეისბუქში“ წერს - მაგალითად, წერს, თუ რას ჭამს მოცემულ მომენტში, წერს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, წერს რომანტიკული ინტერესების შესახებ. აბსოლუტურად ყველაფერზე წერს, რაც რეალურად ადამიანის მხოლოდ პირად სივრცეში უნდა რჩებოდეს. ვინმეს აინტერესებს კონკრეტულ ადამიანს რა ფერის თეთრეული აცვია დღეს, ან რა ფერის ფრჩხილის ლაქი წაისვა, ან სად დაპატიჟა საყვარელმა ადამიანმა?! სოცალური ქსელი არ არის რეალითი შოუ. ასეთი ადამიანები ქვეცნობიერად მხოლოდ გვაღიზიანებენ და ცუდ განწყობაზე გვაყენებენ, ამიტომ სჯობს, მათაც დაემშვიდობოთ.

4. ტროლები - ვფიქრობთ, ხვდებით ტროლებში როგორ ანგარიშებს ვგულისხმობთ. ტროლები მარტივად გამოსაცნობები არიან, ისინი ცდილობენ, რომ ყველაფერში შეგეწინააღმდეგონ, სულელური არგუმენტებით თავიანთი აზრის სისწორეში დაგარწმუნონ და უბრალოდ წყობიდან გამოგიყვანონ. ნურავის მისცემთ ამის უფლებას. უბრალოდ, მშვიდად წაშალეთ ისინი მეგობრებიდან.

5. ახალბედა დედიკოები - ოჰ, გვესმის, რომ მათი წაშლა მარტივი არ არის, რადგანაც შესაძლოა, უახლოესი ადამიანები არიან, მაგრამ რეალურად, ახალბედა დედების უმეტესობა არც ისე სასიამოვნოდ იქცევა. ისინი თავიანთი ჩვილების შესახებ ყველა დეტალს სოციალურ ქსელში პოსტავენ და თან დღის განმავლობაში უამრავჯერ. როგორ იტირა პატარამ, როგორ ჩამოეწუწა ფაფა, როგორ დაისვარა ტანსაცმელი, როგორ წაიქცა და ა.შ. თუ აუხნით და გააგებინებთ მათ, რომ ასეთი მოქმედება არც ისე სასიამოვნოა და საკმაოდ შემაწუხებელია დანარჩენებისთვის, კარგი იქნება, თუ არადა, უნდა წაშალოთ მეგობრებიდან, რადგანაც, ფსიქოლოგების განმარტებით, ასეთი მეგობრები ადამიანების ფსიქიკას ანადგურებენ.

6. აქტივისტი - რეალურად, არაფერია ცუდი იმაში, რომ ადამიანი რაიმე სოციალურ აქტივობას ეწევა. იცავს ქალების, ბავშვების, ან მოხუცების უფლებებს, თავისი აქტივობებით ცდილობს დაიცვას გარემო, მაგრამ არიან აქტივისტები, რომლებმაც არ იციან, სად უნდა გაჩერდნენ. ისინი თავიანთი მეგობრებისგანაც ითხოვენ ზუსტად იმავე ქმედებებს, როგორც თვითონ იქცევიან და თუ არ ავყვებით, შეტევაზე გადმოდიან და გვეჩხუბებიან. მოკლედ რომ ვთქვათ, ნერვებს ნურავის მოაშლევინებთ, უბრალოდ წაშალეთ მეგობრებიდან.

7. ადამიანი, რომელიც გამუდმებით მოგზაურობს - წარმოდგენა არ გაქვთ, როგორ ახერხებს ამას, როგორი სამსახური აქვს მაშინ, როცა მთელი 365 დღის განმავლობაში მოგზაურობს. ამ კვირაში პარიზშია, მომდევნო კვირაში ჰავაიზე და ა.შ. და აქვეყნებს თავლწარმტაც სურათებსმაშინ, როცა თქვენ ერთი მოგზაურობაც ვერ მოგიწყვიათ და ოფისში ხართ, კომპიუტერთან. ეს არ ნიშნავს, რომ ბოღმიანი და შურიანი ხართ. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ თქვენ კი არ გშურთ მისი, უბრალოდ თქვენც გინდათ, დასვენება და მოგზაურობა და ვერ ხვდებით, ის როგორ ახერხებს ამას და ეს განწყობაზე ნეგატიურად მოქმედებს. ფსიქოლოგები ირჩევენ, რომ ისიც წაშალოთ მეგობრებიდან.

8. ტრაბახა ადამიანები - „დღეს ნაგავში მოხუცი რაღაცას ეძებდა, რომ დავინახე ცრემლები წამომივიდა, მივედი და რაც მქონდა, მთელი თანხა მივეცი“ - წაგიკითხავთ მსგავსი შინაარსის ტექსტები თქვენს „ნიუსფიდში“? ასეთი ადამიანები, რეალურად, მხოლოდ ადამიანების ყურადღების მიქცევას ცდილობენ და თქვენგან კომპლიმენტებს და ქებას ელოდებიან. ელოდებიან აღიარებას, თუ რა კეთილია და როგორი გულისხმიერი. ადამიანების უმეტესობა ყოველ დღე ვცდილობთ რაღაც სიკეთე გავაკეთოთ და ჩვენც ვეხმარებით მათ, ვისაც დახმარება სჭირდება და ვეხმარებით ყველაფრით,რითაც შეგვიძლია, თუმცა ამის შესახებ „ფეისბუქში“ არ ვპოსტავთ.

9. „სელფის“ დედოფალი - ალბათ, ძნელია ვიპოვოთ ისეთი მეგობარი, რომელსაც სოციალურ ქსელში „სელფი“ არ აქვს. ჩვენ, ყველანი ვიღებთ სელფებს და ამაში ცუდი არაფერია. უბრალოდ ვიცავთ რაღაც ზღვარს. არიან ადამიანები, რომლებიც ყოველ ხუთ წუთში თავის ახალ „სელფს“ გვთავაზობენ და ეს ძალიან მომაბეზრებელია. რამეში გჭირდებათ მათთან მეგობრობა?! ვფიქრობთ, ასეთები მხოლოდ გაღიზიანებენ. ასე რომ, შეგიძლიათ წაშალოთ მეგობრებიდან.

10. მიმებით შეპყრობილი - მიმები სახალისოა და კარგ განწყობაზე გვაყენებს, მაგრამ როცა ადამიანი ყველა იმ მიმს აქვეყნებს, რომელსაც ნახავს, ეს გამაღიზიანებელია. ზოგადად, ყველაფერი გამაღიზიანებელია, რაც ზღვარსგადასულია.



წყარო: Trend.Ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42