ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც 2019 წელს ყველაზე ბედნიერები იქნებიან
ეს საინტერესოა - 21:00, 21 Nov, 2018     42290

ახალ წლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და ასტროლოგები უკვე გვიზიარებენ 2019 წლის პროგნოზს.

ამჯერად ვნახოთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებს მოუტანს ყველაზე დიდ ბედნიერებას 2019 წელი.

1. თხის რქა - მოემზადეთ, 2019 წელი ბევრ წარმატებას და ბედნიერებას გპირდებათ. თქვენთვის 2018 საკმაოდ რთული და მძიმე წელი იყო, თუმცა ახალი წლიდან რთული პერიოდი დასრულდება და თქვენი თავდაუზოგავი შრომა, ოპტიმიზმი აუცილებლად გამოიღებს შედეგს. არის შანსი იმისა, რომ საქმიანობის სფერო შეიცვალოთ და დაკავდეთ იმ საქმით, რომელიც ნამდვილად მოგიტანთ წარმატებას. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, რომლებიც პოზიტიურ გავლენას მოახდენენ თქვენს ცხოვრებაზე და თქვენი შთაგონების წყარონი გახდებიან.

2. მორიელი - საკუთარ თავში ახალ ძალას და ენერგიას აღმოაჩენთ იმისთვის, რომ ცხოვრების გაახლება შეძლოთ და ბედნიერება იპოვნოთ. თქვენი ცხოვრება სიახლეებით და დადებითი ემოციებით იქნება დამუხტული. კიდევ უფრო თავდაჯერებულები და ძლიერები იქნებით. ასტროლოგები გირჩევენ, რომ აუცილებლად გამონახოთ დრო და ფული მოგზაურობისთვის. სწორედ მოგზაურობის დროს გამოგიჩნდებათ წარმატების მომტანი შესაძლებლობები.

3. ქალწული - 2019 ნამდვილად თქვენი წელია. თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი დალაგდება და ეს ისე მოულოდნელად მოხდება, რომ არანაირი ძალისხმევის გამოჩენა არ დაგჭირდებათ. მთელი წლის განმავლობაში არ შეგაწუხებთ ისეთი პრობლემები, რომლებსაც ვერ მოაგვარებთ. მოსალოდნელია ბიზნესში წარმატება, თუმცა ფრთხილად იყავით და ყურადღებით შეარჩიეთ საქმიანი პარტნიორი.

4. ტყუპები - დატოვეთ ყოველგვარი ნეგატივი 2018 წელში და ნუ იფიქრებთ წარსულზე. 2019 წელი დიდ წარმატებას გპირდებათ ცხოვრების ყველა მიმართულებით. წარმატება გარდაუვალია როგორც სასიყვარულო ურთიერთობებში, ასევე კარიერული თვალსაზრისითაც. იქნებით თვითკმაყოფილები და ბედნიერების განცდა მთელი წლის განმავლობაში გაგყვებათ.



წყარო: Trend.Ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42