რა უნდა გაითვალიწიონონ ზოდიაქოს ნიშნებმა ოჯახური ჰარმონიის შესანარჩუნებლად
ეს საინტერესოა - 11:30, 21 Nov, 2018     2793
ოჯახში დაწყებული უსიამოვნებები და განქორწინება უხილავი ენერგეტიკული სამყაროს ბრალია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გარშემო აკრავს. ბედნიერი ქორწინების საიდუმლო კი, ენერგეტიკული თვალსაზრისით, სწორედ ორი შეყვარებული ადამიანის ენერგიათა იმგვარი შერწყმაა, რომლის დროსაც წარმოიქმნება საერთო ენერგოველი, საერთო აურა და სწორედ ეს იცავს და აახლოებს წყვილებს ერთმანეთთან. აქედან გამომდინარე, ოჯახიც მყარია და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობებიც – დალაგებული და მოწესრიგებული. ამიტომ, თუ გსურთ, თავიდან აიცილოთ საბედისწერო ქორწინება და დაოჯახების შემდგომი სავალალო შედეგები, გირჩევთ, სანამ უკვე შეყვარებული ფრენას დაიწყებთ, მანამდე დააკვირდეთ, მომავალი პარტნიორის ენერგეტიკულ თავისებურებებს. აქვე გეტყვით, რომ ენერგეტიკული ველი არ იცვლება, ადამიანის ხასიათი კი დროთა განმავლობაში შესაძლოა, შეიცვალოს.

სხვათა შორის, ენერგეტიკული შეუთავსებლობა ცოლ-ქმარს შორის სექსუალურ კავშირზეც უარყოფითად აისახება. კერძოდ, სექსუალური გამოცდილება წყვილებს შორის თანდათან მოდის, მაგრამ საკუთარი ენერგეტიკული თავისებურებები ერთ დონეზე დგას, ანუ ის არ იცვლება. იმის გარკვევა, არის თუ არა მისაღები თქვენთვის თქვენი რჩეული, რთული არ არის. ყველაზე სახიფათო სიმპტომი ამ დროს ის გახლავთ, რომ მასთან ურთიერთობით კი არ უნდა იღლებოდეთ და იფიტებოდეთ, არამედ შვებას უნდა გრძნობდეთ და მშვიდდებოდეთ. ცოლქმრული ურთიერთობის დროს კი, გადაღლა იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ ენერგეტიკულ დონეზე ერთმანეთს ვერ ეწყობით. ამ დროს, კონფლიქტური სიტუაციაც იქმნება და ხშირად ეს დაშორების მიზეზიც ხდება. ასევე, უნდა აღვნიშნოთ მეუღლეებს შორის გათვალვა. შეიძლება ცოლმა ქმარი, ან პირიქით, ქმარმა ცოლი გაუცნობიერებლად გათვალოს. ხშირად ოჯახის დანგრევის მერე, ადამიანი თავს შედარებით დაცულად და მშვიდად გრძნობს, თითქოს ყველაფერში უფრო მეტად უმართლებს. შესაძლოა, ოჯახური თანაცხოვრების დროს მისი წარუმატებლობის მიზეზი მეუღლის უბრალო გამოხედვაც ყოფილიყო.

თუ ოჯახის შექმნის დროს ელემენტარულ სიფრთხილეს და წინდახედულობას გამოიჩენთ, მაშინ, სამომავლოდ, უამრავ პრობლემას აიცილებთ თავიდან. ასევე, ალბათ, ბევრმა არ იცის ის, რომ ქორწინების პერიოდი, მომავალი ოჯახის ბედ-იღბალს და ურთიერთობებს განსაზღვრავს. მაგალითად:

თუ თქვენი ქორწილი ვერძის ზოდიაქოს პერიოდს ანუ მარტ-აპრილს დაემთხვა, ოჯახური ცხოვრება საკმაოდ დინამიკური, ხმაურიანი და ცვალებადი იქნება.

თუ კუროს მმართველობისას დაქორწინდით, ეს საუკეთესო ვარიანტია სტაბილური და თბილი ოჯახური კერის შესაქმნელად.

ტყუპების
ზოდიაქო კი წყვილების ინტელექტუალურ კავშირზეა პასუხისმგებელი. ამიტომ, ამ პერიოდში დაქორწინებულებს გამუდმებული აზრთა გაცვლა-გამოცვლა და კინკლაობა ექნებათ.

კირჩხიბის
ზოდიაქო თქვენი ქორწინების საუკეთესო მფარველია. ამიტომ, ამ პერიოდში თამამად იქორწინეთ, თქვენი ოჯახი ისეთი იქნება, როგორზეც ოცნებობდით.

თუ ლომის ზოდიაქოს გავლენისას ქმნით ოჯახს, თქვენი ოჯახის კარი მუდმივად ღია იქნება მეგობრების ხმაურიანი თავშეყრისთვის, თავად თქვენ კი, ყოველთვის საიმიჯო წყვილი იქნებით.

ქალწულის
ზოდიაქოს გავლენისას დაქორწინებულებისთვის მთავარი ამოსავალი წერტილი მატერიალური კეთილდღეობა და სტაბილურობაა. თუმცა, შესაძლოა, წვრილმანებზე დავა ხშირი იყოს.

სასწორის
პერიოდში შექმნილი ოჯახი ჰარმონიული და ურთიერთპატივისცემაზეა დაყრდნობილი.

მორიელის
ზოდიაქოს გავლენისას დაქორწინებულებს ერთობლივი ცხოვრებისას მძაფრი ემოციები, დრამატული სიტუაციები და ხანმოკლე განშორებებიც კი გელით. თუმცა, თქვენი გრძნობები იმდენად ინტენსიური იქნება, რომ განშორება მას უფრო გაამყარებს და გააძლიერებს.

მშვილდოსნი
მმართველობის პერიოდში ქორწინება საკმაოდ მრავალფეროვანი და ექტრემალური სიტუაციებით დატვირთული იქნება.

თხის რქის
პერიოდში დაქორწინებული წყვილის მთავარი დევიზი საზოგადოების თვალში უზადო იმიჯია. ამ წყვილს ყოველთვის ექნება ამბიცია მეტზე, ვიდრე აქვთ. თანამდებობრივ წინსვლაშიც კი აქტიურად უწყობენ ერთმანეთს ხელს.

მერწყულის
ზოდიაქოს გავლენის ქვეშ ქორწინება ოჯახის სიმყარეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. თუმცა, რთული პერიოდების გადალახვის შემდეგ ცოლ-ქმარს შორის იდეალური პერიოდი დგება.

თევზების
ზოდიაქოს პერიოდში შექმნილი ოჯახი კი, განსაკუთრებულად ემოციურია. ამ წყვილის მთავარი პრობლემა თანაცხოვრების პერიოდში ემოციების კონტროლია.


წყარო: ჟურნალი "თბილისელები"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42