განზრახ მკვლელობა, გამოძალვა და სხვისი შიშველი სურათების გავრცელება - პროკურატურა უვადო პატიმრობამისჯილ ლადო გრიგალაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 11:28, 15 Nov, 2018     20842
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, გამოძალვისა და სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო შენახვასა და გავრცელებაში ბრალდებული ლ.გ. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს


„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 22 თებერვალს, ქ.თბილისში, დაახლოებით 05:30 საათზე, პირადი მოტივით განაწყენებულმა ლ.გ.-მ სახლიდან გამოიხმო ა.ნ. და შატილის ქუჩა N11-ის მიმდებარედ არსებულ ავტოფარეხებთან მიიყვანა, სადაც შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, ძლიერი ტკივილისა და ტანჯვის მიყენების განზრახვით, თავისა და კისრის არეში, დანით და სხვა საგნით 33 ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად ა.ნ. ადგილზე გარდაიცვალა.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად ასევე დადასტურდა, რომ 2018 წლის 8-9 თებერვალს, ლ.გ.-მ შემდგომში ფულადი თანხის გამოძალვის მიზნით, მეგობარს ა.ც.-ს, სასურველ პოზაში შიშველი სურათებისა და ვიდეოჩანაწერის გადაღება და მისთვის სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ საშუალებით გადაგზავნა მოსთხოვა. შემდეგ კი ა.ც.-ს ნების საწინააღმდეგოდ, დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი სურათები და ვიდეომასალა, სახელის გატეხვის მიზნით, სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ მეშვეობით თავის მეგობრებს - დ.ა.-ს და გ.მ.-ს გადაუგზავნა, რითაც ა.ც.-ს რეპუტაცია მნიშვნელოვნად შელახა და მის კანონიერ ინტერესებს მნიშვნელოვანი მორალური ზიანი მიაყენა. ასევე, ლ.გ.-მ 2018 წლის 10 თებერვალს ა.ც.-ს შანტაჟის გზით შეზღუდულ ვადებში მნიშვნელოვანი ოდენობის თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი ფოტოსურათებისა და ვიდეოჩანაწერების საჯაროდ გავრცელებით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ლ.გ. 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. მას საბოლოო ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა), 157-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო შენახვა, გავრცელება) და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა) წარედგინა. 2018 წლის 23 თებერვალს ლ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.გ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის მაქსიმალური ზომა - უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.“- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42