"შეყვარებულის დედა გინეკოლოგთან ჩემს ამბებს კითხულობს. საშინლად ვნერვიულობ და არ ვიცი როგორ მოვიქცე"
ეს საინტერესოა - 13:09, 14 Nov, 2018     10389
გულახდილი საუბრები ჟურნალ "სარკის" ერთ-ერთი რუბრიკაა. გთავაზობთ 18 წლის გოგონას წერილს, რომელიც რჩევას ითხოვს:


“მინდა , შეყვარებულის დედას თქვენი ჟურნალიდან მივმართო, რომ 18 წლის ასაკში გათხოვებას არ ვაპირებ და ტყუილად ნუ ნერვიულობს.

წელიწადზე მეტია, რაც ერთი ბიჭი მიყვარს. დაქორწინებას ჯერ არ ვაპირებთ. სწავლაზე ვართ ორიენტირებულები. ის კარგად სწავლობს, უნდა უცხოეთშიც ისწავლოს.

შეყვარებულს ჩემი მშობლებიც იცნობენ, მაგრამ არ ღელავენ, რომ გათხოვებას გადავწყვეთ, რადგან იციან ჩემი სწავლისადმი დამოკიდებულება.

ახლა გეტყვით, ჩემს პრობლემაზე.

გარდატეხის ასაკში ჯანმრთელობის ძალიან მცირე პრობლემა შემემქმნა და დედამ გინეკოლოგთნ მიმიყვანა. ექიმმა გვითხრა, მართალია, საგანგაშო არაფერია, მაგრამ ორგანიზმს ცოტა მივეშველოთ, ბავშვს დისკომფორტი რატომ უნდა ჰქონდესო. ასეც მოვიქეცით და დროდადრო წანლევს ვიღებდი და ექოსკოპიურ გამოკვლევევსაც ვიკეთებდი.

არ ვიცი, როგორ, მაგრამ შეყვარებულის დედამ გაიგო, რომ გინეკოლოგთან ვმკურნალობ ხოლმე. ჩემს გინეკოლოგთან მივიდა და გამოკითხვა დაუწყო, რა მჭირდა , რა პრობლემა მქონდა, უშვილობა ხომ არ მემუქრებოდა და ა.შ. ჩემი ექიმი გადარეულა, როგორ მიბედავთ, პაციენტზე კითხვებს როგორ მისვამთო. თურმე ისე გამწარდა, კარი გამოაღო და უთხრა, ქალბატონო, ქედან მიბრძანდითო.

ხომ ასე შეარცხვინა ექიმმა, მაგრამ იმ ქალმა მაინც ვერ მოისვენა. მერე ჩემს გინეკოლოგთან თავისი ნაცნობი ექთანი მიუგზავნია, იქნებ გამირკვიო, ჩემი შვილის შეყვარებულს რა სჭირსო. ჩემი ექიმი მიუხვდა ექთანს ტყუილებს , მისგან ამბის დაცინცვალს რომ ცდილობდა და ისიც გაგდო ოთახიდან. ამის შემდეგ დედაჩემს დაურეკა და მოუყვა, რომ ასეთი ამბები ხდება.

დედაჩემი გაშეშებული იდგა. მითხრა, თუ შეგიძლია ამ ბიჭს ჩამოშორდე, ძალიან გამახარებ, მაგრამ ძალით არაფრის გაკეთებას გთხოვ, არ გაიძულებო.

მეც ვფიქრობ, რომ დედა მართალია და არ ღირს ასეთ ოჯახში შევსლა. ძალიან გამამაწარებს და ჩემს საქმეებშო ყოველთვის ცხვირს ჩაყოფს. შეყვარებულს ვუთხარი რაც მოხდა, მან კი დედის გამართლება დაიწყო, ხომ იცი დედისერთა ვარ, ჩემს შვილზე ოცნებობენ და ალბათ ამიტო ღელავსო.

საშინლად ვნერვიულობ და არ ვიცი როგორ მოვიქცე. ძალიან მიყვარს, მაგრამ ასეთი რაღაცების მოთმენა ალბათ არ შეიძლება"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42