შემქმნელის გარდაცვალებას სუპერგმირები ეხმაურებიან - კომიქსების მეფის ლეგენდარული ეპოქა
ეს საინტერესოა - 17:57, 13 Nov, 2018     3421

Marvel-ის კომიქსების ლეგენდარული სცენარისტი, რედაქტორი და პროდუსერი, რეალური ცხოვრების ნამდვილი სუპერ-გმირი სტენ ლი გუშინ 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლიმ მოღვაწეობა 1939 წელს დაიწყო და შექმნა ისეთი სუპერგმირები, როგორებიცაა: შავი პანტერა, ადამიანი ობობა, X-ადამიანები, თორი, რკინის კაცი, ფანტასტიკური ოთხეული, შეუდარებელი ჰალკი, თავქარიანი და ანთმენი. ლი გუშინ დილით ლოს ანჯელესში, სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა.

Marvel Studio 1993 წელს შეიქმნა, სტენ ლი თავმჯდომარე გახლდათ მრავალი წლის განმავლობაში, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია მას თანამდებობიდან წასვლა მოუწია, თუმცა კომიქსებზე მუშაობას და ახალი ლეგენდების შექმნას აქტიურად განაგრძობდა.

ლის გარდაცვალებას Marvel-ის სუპერგმირები, რომლებიც ლიმ შექმნა და რომლებთან ერთადაც ეპოქა შექმნა, სხვადასხვა სოციალური ქსელების მეშვეობით გამოეხმაურნენ:

რობერტ დაუნი უმცროსი (ტონი სტარკი, რკინის კაცი) - „შენ გიმადლი ყველაფერს... მშვიდობით განისვენე სტენ...“

კრის ჰემსვორტი (თორი) – „მშვიდობით განისვენე ჩემო მეგობარო. გმადლობთ შეუდარებელი თავგადასავლებისთვის რომელიც შენმა შეუდარებელმა ისტორიებმა შექმნეს თითოეული ჩვენთაგანისთვის. ჩემი სიყვარული და მხარდაჭერა შენს მეგობრებსა და ოჯახს“

ტომ ოლანდი (ადამიანი-ობობა) – რამდენი მილიონი ადამიანია დავალებული ამ ადამიანისგან, მაგრამ ჩემზე მეტად არავინ. Marvel-ის მამამ იმდენი ადამიანი აქცია შეუდარებლად ბედნიერად. მშვიდად განისვენე“

ზოე სალდანა (გამორა) – „დღეს ჩვენ ერთი უდიდესი ადამიანი დავკარგეთ. სტენ ლი, შენ იყავი შთაგონება და სუპერ გმირი თითოეული ჩვენგანისთვის. გმადლობთ ხელშეწყობისთვის და იმ რაღაცის მოცემისთვის, რისკენაც თითოეული ჩვენგანი ისწრაფოდა!“

პოლ ბეთანი (ვიჟენი) - ეს იყო კარგად განვლილი ცხოვრება და სავსე ცხოვრება. Excelsior! („უფრო მაღლა“ - ნიუ იორკის დევიზი)1922-2018, გმადლობთ სტენ ლი, შენი ფანების სახელით“

ტობი მაგუაირი (ადამიანი ობობა) – „ვერ ვიჯერებ - მშვიდობით განისვენე სტენ ლი“

კრის ევანსი (კაპიტანი ამერიკა) - აღარასდროს იქნება სხვა სტენ ლი“

სებასტიან სტეინი (ზამთრის ჯარისკაცი) - „დიდი მადლობა უდიდესო ლეგენდავ. მომენატრები. აქ შენს გარეშე არ ვიქნები“

ჰიუ ჯეკმანი (X-ადამიანები, ლოგანი) - ჩვენ კრეატიული გენიოსი დავკარგეთ. სტენ ლი უდიდესი ძალა იყო სუპერგმირების სამყაროში. მე ამაყი ვარ იმისა, რომ მისი მემკვიდრეობის მცირე ნაწილი ვარ...“

ევანჯელინ ლილი (ენთმენი და კრაზანა, კრაზანა) – „სტენ... ისტორიების შემოქმედზე მეტი, შენ ყოველთვის იყავი ცხოვრების შემოქმედი. მე შენში მთელი ცემი ცხოვრების მანძილზე შთაგონებას ვიპოვი. შენ ცხოვრებას განაგრძობ. შენი კარაზანა“

ტომ ჰარდი (ვენომი) – „უდიდესი პატივისცემით“

სემუელ ელ. ჯექსონი (შურისმაძიებლები - ნიკ ფიური) - გმადლობთ შენ სტენ ლი, ამ ცხოვრებიდან გაუჩინარების შესაძლებლობისთვის და უდიდესი სიამოვნებისთვის. შენ იმდენი აიძულე დაეჯერებინა კარგისთვის, სიმამაცისთვის... მშვიდობით განისვენე“

ჰოლი ბერი (X-ადამიანები - შტორმი) - მშვიდობით განისვენე სტენ ლი, გმადლობთ რომ გვიზიარებდი შენს შეუდარებელ ხედვას. დიდი პატივია ჩემთვის, ვიყო შენი სამყაროს ნაწილი და ყოველთვის გავიხსენებ ამ გამოცდილებას სიყვარულით“

ენტონი მაკი (შურისმაძიებლები, შევარდენი) – „დიდი პატივია შენს ეპოქაში ცხოვრება“

კრის პრატი (Star-Lord) – “გმადლობთ ყველაფრისთვის სტენ ლი! კარგად განვლილი ცხოვრება. მე თავს განსაკუთრებულად იღბლიანად ვგრძნობ იმისთვის, რომ შენ შეგხვდი და ვითამაშე სამყაროში, რომელიც შენ შექმენი“

მარკ რუფალო (ჰალკი) - მწუხარე, მწუხარე დღე. განისვენე მშვიდად, ძია სტენ. შენ მსოფლიო უკეთეს ადგილად აქციე ტანამედროვე მითოლოგიის კუთხით“

ჯერემი რენერი (შურისმაძიებლები - ჰოკი) – „მშვიდად განისვენე სტენ ლი! შენ ლეგენდა ხარ მეგობარო“

რაიან რეინოლდსი (დედპული) – „ჯანდაბა... მშვიდობით განისვენე. გმადლობთ ყველაფრისთვის“

სტენ ლის გარდაცვალებას Marvel-ის კონკურენტი DC-ც გამოეხმაურა: „მან შეცვალა გზა რომლითაც აღვიქვამთ გმირებს, და თანამედროვე კომიქსები ყოველთვის ატარებენ მის განსაკუთრებულ ხაზს. მისი შეუდარებელი ენთუზიაზმი გვახსენებდა ჩვენ თუ რატომ გვიყვარდა ეს ისტორიები. Excelsior, სტენ.“

ტვიტერზე სტენ ლის გარდაცვალებას ილონ მასკიც ეხმაურება, რომლის „სფეის იქსის“ პავილიონსა და ოფისშიც Marvel-ის შურისმაძიებლების არა ერთი ეპიზოდია გადაღებული, მასკი ეპიზოდურ როლს თამაშობს „რკინის კაცის“ მეორე ნაწილშიც:

„მშვიდად განისვენე, სტენ ლი. წარმოსახვის უდიდესი სამყარო რომელიც შენ შექმენი, სამუდამოდ იარსებებს“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42