სოციალურ ქსელში გავრცელებული ტყუილის გამო, მექსიკაში ორი კაცი ჩაქოლეს და დაწვეს
ეს საინტერესოა - 13:58, 13 Nov, 2018     3401
სოციალურ ქსელში გავრცელებულმა დეზინფორმაციამ, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ადამიანის აზროვნებაზე, შეხედულებების ჩამოყალიბებაზე და ასევე მისი სიცოცხლის უფლებაზეც.
როგორც BBC წერს, მექსიკაში სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციის გამო, მოქალაქეებმა ორი მამაკაცი უმოწყალოდ სცემეს, შემდეგ კი დაწვეს.


შემზარავი ისტორია ქალაქ აკატლანში 29 აგვისტოს მოხდა.

21 წლის რიკარდო და ბიძამისი, 43 წლის ალბერტო ფლორესები პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავა, თუმცა მათი დაკავება წარმოუდგენელ ქაოსში გადაიზარდა.

WhatsApp-ში ინფორმაცია გავრცელდა, რომ მამაკაცები ბავშვთა გატაცებისა და ორგანოებით ვაჭრობაში იყვნენ ბრალდებულები.

„გთხოვთ, ყველანი ფრთხილად იყავით, ქალაქში ბავშვების გამტაცებლები შემოვიდნენ.

აღმოჩნდა, რომ კრიმინალები ორგანოებით ვაჭრობაშიც არიან ჩართულები... გასული დღეების განმავლობაში, 4, 8 და 14 წლის ბავშვები გაუჩნარდნენ, რამდენიმე მკვდარი იპოვეს, რომელთაც გარკვეული ორგანოები ამოჭრილი ჰქონდათ. მათუ მუცლები გაჭრილი და ცარიელი იყო“ - ეწერა წერილში, რომელიც ელვისებურად გავრცელდა WhatsApp-ში

პოლიციის განყოფილებასთან მოსახლეობა შეიკრიბა. მათი ნაწილი ადგილრივი მკვიდრის, ვინმე ფრანცისკო მარტინესის წაქეზებული იყო. პოლიციის ინფორმაციით, მარტინესი ერთ-ერთი იყო, რომელმაც რიკარდოსა და ალბერტოზე ცრუ ინფორმაცია გაავრცელა Facebook-სა და Whatsapp-ში. პოლიციის განყოფილებასთან მან ფეისბუკ ლაივი ჩართო და მოსახლეობას შეკრებისკენ მოუწოდა.

„აკატლანის მაცხოვრებლებო, გთხოვთ, მოდით და მხარი დაგვიჭირეთ. მერწმუნეთ, გამტაცებლები ახლა აქ არიან“ - მიმართა მან სოციალური ქსელის მომხმარებლებს.

სანამ მარტინესი მოსახლეობას აქეზებდა, მეორე მამაკაცი, იდენტიფიცირებული როგორც მანუელი, პოლიციის გვერდით , ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის სახურავზე აძვრა და დარეკა ზარი, რომელსაც მთავრობა მოსახლეობის გასაფრთხილებლად იყენებს. ზარის დაერეკვით მამაკაცმა პოლიციის განყოფილებასთან შეკრებილ ხალხს ამცნო, რომ ისინი ალბერდოსა და რიკარდოს გათავისუფლებას აპირებდნენ.

მესამე მამაკაცმა, პეტრონილო კასტელანმა კი ხმის გამაძლიერებლებით მოქალაქეებს მოუწოდა, მამაკაცების დასაწვავად საწვავის ფული შეეგროვებინათ.

მთელი ამ დროის განმავლობაში, პოლიცია ხალხს დამშვიდებისკენ მოუწოდებდა და განუმარტავდა, რომ დაკავებულებს საერთო არაფერი ჰქონდათ ბავშვების გატაცებასთან და ორგანოებით ვაჭრობასთან. თუმცა, განრისხებული ბრბოს შეკავება ვერ შეძლეს. შეკრებილები პოლიციის განყოფილებაში შეიჭრნენ და რიკარდო და ელბერტო გარეთ გამოათრიეს. ხალხმა მათი ცემა დაიწყო, ნაწილი კი სასტიკ სცენას ტელეფონით იღებდა. ამასობაში ბენზინი მოიტანეს და მამაკაცებს გადაასხეს.

თვითმხილველების თქმით, რიკარდო ცემისგან დაიღუპა, მისი ბიძა ალბერტო კი, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც ორივეს ბენზინი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. როგორც BBC წერს, ცეცხლის წაკიდების შემდეგ , ვიდეოკადრებზე ჩანს, რომ მისი კიდურები მოძრაობს.

„ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საშინელება იყო, რაც აქამე აკატლანში მომხდარა“ - ამბობს კარლოს ფუენტესი, მძღოლი, რომელიც პოლიციის განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობს. „ კვამლი ქალაქის ყველა წერტილიდან ჩანდა.“

29 აგვისტოს, როდესაც მარიამ „ფეისბუკზე“ შეტყობინება მიიღო, ეგონა ეს კოშმარული სიზმარი იყო. მას მეგობარი წერდა, რომ მისი შვილი რიკადრო ბავშვების გატაცების ბრალდებით დააპატიმრეს. მარიამ ჩათვალა, რომ ეს შეცდომა იყო. მისი თქმით, იცოდა, რიკარდო არასოდეს ჩაერთვებოდა მსგავს რამეში. მაგრამ შეტყობინები მოდიოდა. შემდეგ კი ლაივსტრიმის ლინკიც გაუგზავნეს და როდესაც ის გახსნა, საკუთარი შვილისა და ძმის მკვლელობა ნახა.

“გთხოვთ, ნუ იზამთ ამას, ნუ ატკენთ , ისინი არ არიან ბავშვების გამტაცებლები“ - დაწერა მარიამ, თუმცა მისმა კომენტარმა ვერაფერი შეცვალა.

რიკადრო და ალბერტო მეორე დღეს დაკრძალეს. დაკრძალვაზე იმყოფებოდა ტელევიზია, მარიამ მისი საყვარელი ადამიანების მკვლელებს მიმართა.

„შეხედეთ მათ, თქვენ მოკალით ისინი! ყველას გყავთ შვილები ! ახლა მე სამართალს ვითხოვ ჩემი საყვარელი ადამიანების გამო“ - ტიროდა მარია.

ოჯახი ახლაც აკატლანში ცხოვრეობს. რიკარდოს ბებიის თქმით, მათ მაღაზიაში წასვლაც ეშინია.

პოლიციის თქმით, აღნიშნულ ფაქტზე ხუთი ადამიანი დააკავეს, მათ შორის არიან მარტინესი, რომელიც ლაივში გადასცემდა მომხდარს. ასევე კასტელანი, რომელმაც ბენზინის მოტანა დაავალა ხალხსა და მანუელი, რომელმაც ზარი დარეკა.

როგორც გაირკვა, აკატლანში, რიკარდოსა და ალბერტოს დაკავების დღეს არავინ დაკარგულა. მათი მკვლელობის მეორე დღეს, 30 აგვისტოს, მექსიკის ქალაქ სან მარტინ ტილკახეში მოსახლეობა 7 ადამიანის ლინჩის წესით გასამართლებას გეგმავდა, რომელთაც ბავშვთა გატაცებაში ადანაშაულებდნენ. თუმცა პოლიციამ მამაკაცების გადარჩენა მოახერხეს. მაგრამ კიდევ ერთ ქალაქში განმეორდა აკატლანის სცენა. მოსახლეობამ ერთი ადამიანი სცემა და დაწვა, მასაც ბავშვის გატაცება დააბრალეს.

16 ოქტომბერს, ეკვადორში, 26 ოქტომბერს კი კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მოკლეს ადამიანები. ამ შემთხვევებშიც WhatsApp-ში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ ბავშვები მოიპარეს.


რიკარდოს მამა

ალბერტოს ქვრივი და ქალიშვილი. ის სამი გოგონას მამა იყო.

ზარი, რომელიც დარეკა დამნაშვემ მკვლელობის დღეს. ფოტოზე გამოსახული მამაკაცი არ არის დამნაშავე.

აკატლანი. მხოლოდ რამდენიმე მაცხოვრებელმა ისაუბრა სასტიკ მკვლელობაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42