აშშ-ში, კალიფორნიის შტატში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა. მეხანძრე-მაშველებმა ცხედრები დამწვარ მანქანებსა და სახლებში იპოვეს. დაკარგულად ითვლება 200-მდე ადამიანი.
შტატში არსებული ხანძრის სამი ძლიერი კერის გამო, საცხოვრებლის დატოვება 250 ათასზე მეტ ადამიანს მოუწია. სტიქიის შედეგად 44 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაიწვა. თითქმის სრულებით განადგურდა ქალაქი პარადაისი, რომელიც ტყესთან ახლოს მდებარეობდა.
ხანძრის დროს დაიწვა HBO-ს სერიალ Westworld-ის პავილიონები. გარდა ამისა, ცეცხლმა მთლიანად ან ნაწილობრივ გაანადგურა ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობების სახლებიც, მათ შორის ჯულია რობერტსის, ბარბრა სტრეიზანდის, ლედი გაგას, ჯერარდ ბატლერის, კიმ კარდაშიანის, ჰოლი ბერის, მელ გიბსონის, მაილი საირუსის, შერის, კაილი ჯენერის, კენდარ ჯენერი, ჯიჯი და ბელ ჰადიდების ბავშვობის სახლი და სხვების.
ვარსკვლავები ევაკუირებულები არიან და ჯერჯერობით არ იციან, რა მდგომარეობაშია მათი მილიონიანი სახლები. ცნობილია, რომ ხანძარმა სურლიად გაანადგურა მსახიობ ჯერარდ ბატლერისა 4.4. მილიონ დოლარად შეფასებული სახლი და მომღერალ მაილი საირუსის სახლი.
ვარსკვლავები სოციალურ ქსელებში მადლობას უხდიან მეხანძრე-მაშველებს გამოჩენილი სიმამაცისთვის.
ჯერარდ ბატლერი სრულიად განადგურებული სახლის ფონზე

ჯულია რობერტსის სახლი

რობერტ დაუნ უმცროსის სახლი

შერის სახლი

მელ გიბსონის სახლი

ჰოლი ბერის სახლი

პატრიკ დემპსის სახლი

მაილი საირუსის სახლი. მაილი საირუსმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ მისი სახლისგან არაფერი დარჩა.

ბარბარა სტრეიზანდის სახლი

ლედი გაგას სახლი

კეიტლინ ჯენერის სახლი

კიმ კარდაშიანისა და კენიე უესტის სახლი

ორლანდო ბლუმმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ცეცხლი მის სახლს უახლოვდება:

მასალის გამოყენების პირობები






