„ადამიანი ობობას“ მესამე ეპიზოდში, რომელიც 2007 წელს წარსდგა მსოფლიოს წინაშე, არის პატარა ეპიზოდი, რომელიც თაიმს სკვერზე ვითარდება, სტენ ლი და პიტერ პარკერი ჩერდებიან და ახალ ამბავს კითხულობენ, ლი პიტერ პარკერს ეუბნება „იცი რა, ვფიქრობ ერთ ადამიანს ბევრი რაღაცის შეცვლა შეუძლია“...
მართლაც, სტენ ლი არის კომიქსების მეფე და ლეგენდა, რომელმაც მსოფლიოს უდიდესი საგანძური დაუტოვა, მან მსოფლიო საზოგადოებას საშუალება მისცა გადაეშვას ფანტაზიაში და იცხოვროს ზღაპარში. ეს ყოფა ზღაპარში კი იმ დახვეწილი იუმორით გაამრავალფეროვნოს, რომელიც Marvel Studio-ს შემოქმედებას ახასიათებს.
სამწუხარო კი ის გახლავთ, რომ Avengers: Infinity War-ის მეორე დასკვნითი ეპიზოდის პრემიერა ლეგენდის გარეშე ჩაივლის. რაც შეეხება ფილმს, მის მიმართ უდიდესი მოლოდინი არსებობს, რადგან როგროც პირველ ეპიზოდში ვიხილეთ თითქმის ყველა სუპერ გმირი ფერფლად იქცა, ანთმენის მეორე ნაწილში კი თავად ანთმენი უმცირეს მოლეკულად კიბერ სამყაროში ჩარჩა, რადგან ასევე ფერფლად იქცნენ ჰოუპი, დოქტორი ჰენკი და მისი მეუღლე.
მასალის გამოყენების პირობები






