მერაბ მორჩაძისთვის პირობითი მსჯავრის შეფარდება - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 20:28, 09 Nov, 2018     1780

მოზარდების მკვლელობის საქმე ხორავას ქუჩაზე - მერაბ მორჩაძის დამნაშავედ ცნობასა და პირობითი მსჯავრის შეფარდებაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს:

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოწმეზე ზემოქმედების განხორციელებისთვის ბრალდებული მ.მ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

გამოძიებით და სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ მ.მ.-მ ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველ მოწმეზე მ.კ.-ზე გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაციის შეცვლის მიზნით განახორციელა ზემოქმედება. მ.მ.-მ დაიყოლია მ.კ., სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია შეეცვალა და უთხრა, რომ თუკი მკვლელობაში ბრალდებულებს გ.ჯ.-ს და გ.ბ-ს დანაშაულში არ ამხელდა, ეს მისთვის კარგი იქნებოდა, რადგან სახელს და მეგობრებს შეინარჩუნებდა. მ.მ.-მ უთხრა მ.კ.-ს, რომ მას არაფრის არ უნდა შეშინებოდა, რადგან თუ ჩვენების შეცვლისთვის დააკავებდნენ, იგი მედიისა და საზოგადოების ფართო და გავლენიანი პირების მხარდაჭერას უზრუნველყოფდა. მ.მ. ასევე დაჰპირდა მ.კ.-ს, რომ დახმარებას გაუწევდა პატიმრობაში მყოფ მამამისს და მას ადვოკატის მომსახურებით უზრუნველყოფდა.

სამართალდამცავებმა მ.მ. ქ. თბილისში 2018 წლის 8 ივნისს დააკავეს.

იმის გათვალისწინებით, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ამავე დროს იგი არ ყოფილა წარსულში ნასამართლევი, მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42