"პატარა ძმა გყავს და გაზრდა უნდაო" - შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებული ამბობს, რომ აღიარებითი ჩვენება ზეწოლის ქვეშ მიაცემინეს
სამართალი - 14:44, 09 Nov, 2018     5673
20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი ირწმუნება, რომ შეყვარებული მას არ მოუკლავს და აღიარებითი ჩვენება პოლიციელთა ზეწოლის შედეგად მისცა. რაც შეეხება 22 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს გრიგალაშვილი ამბობს, რომ შეყვარებულის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ანა ნაცვლიშვილმა მის სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.


„6 წლის განმავლობაში არ მახსოვს, მას პირველივე ზარზე არ ეპასუხა. არც მესიჯზე მიპასუხა და არც ზარზე. მამაჩემის მანქანით ავედი ანას სახლთან. მე-5 სართულზე ავედი, კარი ოდნავ ღია დამხვდა. დილის 6 საათზე კარი ღია რომ იყო, დამაეჭვა. ელენე ნაცვლიშვილმა გამიღო კარი. ანა აბაზანაშია ალბათო, მითხრა. ორ წამში გამოტრიალდა, არ არისო მითხრა. ვთხოვე სახლში მოეძებნა. ამასობაში დედას გაეღვიძა, ვუთხარი, რომ ანას ვურეკავდი, ვწერდი და არ მპასუხობდა. მათაც დაიწყეს რეკვა", - აცხადებს გრიგალაშვილი.

ბრალდებული ამბობს, რომ ის მეხუთე სავადმყოფოდან პოლიციაში გადაიყვანეს.

„განყოფილებაში გადამიყვანეს და მოვყევი ის, რაც თქვენს წინაშე მოვყევი. საათნახევარში მოვიდა პირი, რომელმაც ყველაფერი შემიმოწმა, სავარაუდოდ, სისხლის კვალს ეძებდა. შემდეგ შემიყვანეს ოთახში, სადაც 15-20 ადამიანი იყო. იქაც მოვყევი ყველაფერი, მხოლოდ ორი ადამიანი დამიტოვეს. როგორც მახსოვს, სამმართველოს უფროსი მოვიდა, სამოქალაქო ტანსაცმლით იყო, ყველაფერი მომაყოლა, რა და როგორ იყო. ვიდეოჩანაწერები გვაქვს ამოღებული, რომელი მხრიდან გამოხვედი და შეხვედი იქ, ვიცითო. თუ კადრი გაქვთ, მაჩვენეთმეთქი და არ მაქვს უფლებაო.

15 წუთში ფურცელი შემოიტანა და წაიკითხეო. ამობეჭდილი იყო რაც ვითომ, აღიარებით ჩვენებაში ვთქვი.

დაახლოებით 10 წუთში მითხრა: შენი ძმაკაცები დაკავებულები არიან და თუ არ გინდა შენი ძმაკაცები პრესის ქვეშ მოყვნენ, რაც წერია იმას იტყვიო. პატარა ძმა გყავს და გაზრდა უნდა, მამაშენი პოლიციის თანამშრომელია, შენთვის აჯობებს ხელი მოაწერო, ამ საქმეს ვერ შეცვლი და ჯობს, მეგობრები არ გაწიროო მითხრეს. ციხეში როცა შეხვალ და იტყვი, შენი ძმაკაცების გამო არ მოაწერე ხელი, პასუხს სხვანაირად მოგთხოვენო, მითხრა.

ხელის მოწერაზე დავთანხმდი და რას წარმოვიდგენდი, რომ უდანაშაულო ადამიანი დღეს აქ, ბრალდებულის სკამზე ვიჯდებოდი.

გამომძიებელი შემხვდა, მითხრა, რომ ყველაფერი უნდა ჩაგვეწერა. შევედით ოთახში, სამი მონიტორი იყო და ერთ-ერთზე კამერა ეყენა, ჩემს თვალწინ ჩართო და მოვყევი რაც ფურცელზე ეწერა. სხვა გამომძიებელი შემოვიდა, ფურცელზე ამობეჭდილი ჩვენება შემოიტანეს და ხელი მომაწერინეს. ტანსაცმელი გამომაცვლევინეს, ექსპერტიზაზე უნდა გადავიტანოთო", - განაცხადა გრიგალაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42