მერაბ მორჩაძე სხდომათა დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.
“დასრულდა საქმის არსებითი განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში, ბრალდებულ მერაბ მორჩაძის სიხლის სამართლის საქმეზე. მერაბ მორჩაძის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში წარდგენილი კვალიფიკაციით და მას დაენიშნა შესაბამისი სასჯელი. კონკრეტულად, მერაბ მორჩაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ - ის 372 მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს მოწმის დაყოლიებას მიწოდებული ინფორმაციის შეცვლისათვის. აღნიშნული კვალიფიკაციით დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, რაც შეეხება სასჯელს, ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მან მომართა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით, მას აღნიშნულის საფუძველზე გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და დაენიშნა სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით“- განაცხადა პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა.
მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს, საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მიხეილ კალანდიაზე.
მასალის გამოყენების პირობები






