წუწუნი, სიბრაზე და გამუდმებული კონფლიქტები - როგორ ხდება სახლი დალაგებისას დაბინძურებული ენერგეტიკული ველისგან გათავისუფლება
ეს საინტერესოა - 13:40, 07 Nov, 2018     4366

სახლის „სული“ ცოცხლდება, როცა იქ ბედნიერება დაისადგურებს. ჩვენ კი უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ შევქმნათ ბედნიერება, რომელიც ყველა ოჯახის წევრზე გავრცელდება და თავდაჯერებულობას შეჰმატებს. კაშკაშა ფერები, მუსიკა, ბავშვები, განათება და წყალი, ყველა ერთად, დადებითი ენერგიის წყაროა, ისინი სიხარულით ავსებენ სახლს და აცოცხლებენ. სწორედ ასეთ სახლებში არ გროვდება ენერგეტიკული ჭუჭყი და მტვერი, სახლის ენერგეტიკა კი მყუდრო, მხიარული და ბედნიერია.

ზოგადად, სახლის ენერგიის დაბინძურების ძირითადი მიზეზებია მატერიალური, ემოციური და სულიერი სიბინძურე, რომელიც ადამიანებსაც ანადგურებს და საცხოვრებელ გარემოსაც. დაბინძურებული ენერგია ადამიანის დადებით ენერგიასაც შთანთქავს. ამიტომ, აუცილებელია, ადამიანმა იზრუნოს სახლის ენერგიაზე და პერიოდულად ასუფთაოს ის. პირველ რიგში კი, თავისი ემოციები და ფიქრები უნდა გაწმინდოს, რადგან გარემოს ზოგჯერ თავად ადამიანი აბინძურებს. ხოლო, თუ როგორ უნდა მიხვდეთ და რა არის მთავარი ნიშანი, რომ სახლი ნეგატიური ენერგიითაა სავსე, ამას ქვემოთ მოყვანილი მინიშნებებით შეიტყობთ. მაგალითად, როცა სახლი ნეგატიური აურითაა სავსე, ეს გავლენას ახდენს იქ მცხოვრებ ადამიანებზე, მათ ურთიერთობებზე და ერთმანეთთან გამუდმებით კონფლიქტში არიან. თუ ხედავთ, რომ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები მუდამ წუწუნებთ, სიბრაზით ხართ სავსე და ხშირად ხმამაღლა საუბრობთ, ეს მიუთითებს, რომ თქვენი სახლი უარყოფითი ენერგიითაა დატვირთული. ასეთ დროს სახლის გაწმენდა ნეგატიური ვიბრაციებისგან და მათი დადებითი მუხტით ჩანაცვლება უმნიშვნელოვანესია.

უარყოფითი აურის მოსაშორებლად არსებობს მარტივი გზები:

დაკავდით ისეთი საქმეებით, რომელიც გიყვართ და სიამოვნებას განიჭეთ. ხშირად დაპატიჟეთ სახლში მეგობრები, რომანტიკულ პარტნიორთან ან ისეთ ადამიანებთან, ვისგანაც მხოლოდ პოზიტიური განწყობა მოდის.

მოიშორეთ ყველაფერი, რაც ცუდ დღეებს გახსენებთ და ნეგატიურ განწყობას გიქმნით. ნუ შეინახავთ ისეთ ნივთებს, რაც ბედნიერებას წაგართმევთ, დაგირღვევთ სიმყუდროვეს და მშვიდად ცხოვრებაში ხელს შეგიშლით. უმჯობესია, უარი თქვათ მათზე და თავიდან მოიშოროთ. დაიტოვეთ და გამოსაჩენ ადგილას დაალაგეთ მხოლოდ ის ნივთები, რომლებიც პოზიტივით გავსებენ, რომელიც კარგ დროსა და ბედნიერ წუთებს გახსენებთ. როდესაც განვლილი ცხოვრებიდან დადებითი მომენტები გახსენდებათ, ეს პოზიტივით გავსებთ და სახლშიც დადებითი ენერგია ისადგურებს.

იქონიეთ თქვენი ზოდიაქოს შესაბამისი ქოთნის მცენარეები. მოუარეთ მათ, რადგან ოთახის მცენარეებს ნეგატივისგან სახლის გაწმენდის უნიკალური ძალა აქვთ. გარდა ამისა, ისინი ოთახებს სუფთა ჰაერით ავსებენ.

ნეგატიურ ენერგიას კარგად ებრძვის კრისტალები. განსაკუთრებით კარგია ვარდისფერი კვარცი. ის შთანთქავს უარყოფით ვიბრაციებს და სახლს ნათელი, დადებითი აურით ავსებს. მოათავსეთ ის გამოსაჩენ ადგილას და კვირაში ერთხელ გამდინარე წყლით გარეცხეთ, რომ ენერგეტიკული, ცუდი ჭუჭყი ჩამორეცხოთ და წყალს გაატანოთ.

კარგი იქნება, სახლის დალაგებამდე რამდენიმეწუთიან მედიტაციაში შეხვიდეთ, გააცნობიეროთ მატერიალური რეალობა და დამშვიდებული გონებით მთლიანობაში შეხედოთ სახლს. ნუ დაალაგებთ უაზროდ, „მექანიკურად“, ეს მხოლოდ ზედაპირულ სისუფთავეს მოგიტანთ და სახლის ენერგეტიკაში ბევრი არაფერი შეიცვლება. დაჯექით, დამშვიდდით და თვალები დახუჭეთ, ნურაფერზე იფიქრებთ, მოდუნდით. მხოლოდ ასეთი რამდენიმეწუთიანი განტვირთვის შემდეგ შეუდექით სახლის დალაგება-დასუფთავებას და თავად დარწმუნდებით, რომ გაცილებით მეტს შეამჩნევთ, ვიდრე ყოველდღიურად ხედავდით.

ძილში ადამიანი სრულიად დაუცველია ასტრალური თავდასხმების და ნეგატიური ენერგიებისგან. ამიტომ, ძილი უნდა იყოს უსაფრთხო და მშვიდი. ამისთვის კი, თავად უნდა იზრუნოთ და სრულად გაწმინდოთ საძინებლის ენერგეტიკა. საწოლის ქვეშ, ფეხებთან დადეთ ამეთვისტოს ქვა. ხშირად გაანიავეთ ლეიბი, საბნები და ბალიშები სუფთა ჰაერზე, რათა ისინი დღის განმავლობაში მზის ენერგიით დაიმუხტონ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42