საქმის პროკურორი ლევან ჯალაღანია ამბობს, რომ ზაზა სარალიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები არ არსებობს.
„მოცემულ შემთხვევაში, მოპოვებული მტკიცებულებებით და ძირითადი მტკიცებულება გახლავთ ის ვიდეოკადრები, რომელიც საზოგადოებამ იხილა, დასტურდება, რომ ზაზა სარალიძე სავარაუდოდ, თავს დაესხა პოლიციელს მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე წარსდგა შუამდგომლობით სასამართლოს წინაშე და მოვითხოვეთ მხოლოდ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრა. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, ამას აქვს თავისი საფუძვლები, მიზნები, შესაბამისად, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბატონი ზაზა სარალიძის მიმართ ამ ეტაპზე არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები",- განაცხადა პროკურორმა.
მასალის გამოყენების პირობები






