პროკურორი ემზარ გაგნიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ ფარცხალაძე ამ დრომდე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გამოკითხული არ არის.
„მინდა განვაცხადო დეტალურად, რომ ომეგა ჯგუფთან დაკავშირებით ჩატარდება ყველა ის საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ახლაც მიმდინარეობს.
როგორც უკვე აღვნიშნე, ოთარ ფარცხალაძეს ბრალი უკვე წარდგენილი აქვს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რაზეც ახლა აქ ვიმყოფებით და რა თქმა უნდა, აღარ არსებობს კითხვის ნიშანი, რომ ოთარ ფარცხალაძე ომეგა ჯგუფის საქმესთან დაკავშირებითაც გამოიკითხება,“-ამბობს გაგნიძე.
ოთარ ფარცხალაძე იმ სკანდალურ აუდიო ჩანაწერებში ფიგურირებს, რომელიც "ომეგა ჯგუფის" საქმეზე გავრცელდა.
ფარცხალაძე ფიგურირებს, როგორ „თი ბი სი“ ბანკიდან დიდი ოდენობით თანხის გატანის ეპიზოდში, ასევე ე.წ. სარდაფის ცნობილ ეპიზოდში.
გარდა ამისა, ყველა ჩანაწერში ფარცხალაძე წარმოჩენილია, როგორც ბიძინა ივანიშვილთან ყველაზე დაახლოებული პირი.
მასალის გამოყენების პირობები






