„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის მხოლოდ ცემის მუხლით წარდგენას აპროტესტებს
სამართალი - 11:45, 06 Nov, 2018     1851

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აპროტესტებს, რომ ლაშა თორდიას ცემის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რადგან აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ჩადენილ დანაშაულს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიიჩნევს, რომ საქმის გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას მისი საქმიანობის გათვალისწინებით.

„გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას 2017 წლის 13 მაისს თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი გარემოცვა. ეს თავდასხმა პირდაპირ უკავშირდებოდა გენერალური აუდიტორის საქმიანობას და არა მის პირად ცხოვრებას. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აპროტესტებს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ორგანიზაციას მიუღებლად მიაჩნია, რადგან აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ჩადენილ დანაშაულს. საქმის გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას მისი საქმიანობის გათვალისწინებით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თავდასხმის შემდეგ, ლაშა თორდიას აღენიშნებოდა სხეულის სერიოზული დაზიანებები, მათ შორის - ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. ამის მიუხედავად, მას დღემდე არა აქვს დაზარალებულის სტატუსი. ფაქტს, რომ გენერალურ აუდიტორს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, ადასტურებს ოთარ ფარცხალაძის ადვოკატიც, რომელიც მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ თითქოსდა შემთხვევის დროს ე. წ. პროპორციული ძალის გამოყენება გახდა საჭირო „მყისიერი განეიტრალებისთვის“. პროპორციულ ძალაზე საუბარი სრულიად უადგილოა, რადგან ინციდენტისას ლაშა თორდიას გარდა, არავინ დაზარალებულა.

იმის მიუხედავად, რომ ლაშა თორდიას ცემაში, ყოფილი მთავარი პროკურორის გარდა, ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი მიხეილ ჩოხელიც მონაწილეობდა, გამოძიება ამით პრაქტიკულად არ დაინტერესებულა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია გამოძიება მიმდირეობდეს საქართველოს პარლამენტის აქტიური კონტროლით და მონაწილეობით, რადგან საქმე ეხება კონსტიტუციური ორგანოს - სახლმწიფო აუდიტის ხელმძღვანელზე თავდასხმას დანაშაულზე, რომელიც ეხება მის საქმიანობას. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიესალმება მთავარი პროკურატურის გააქტიურებას, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაკითხვას და მისთვის ბრალის წაყენებას. თუმცა, ორგანიზაცია არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, ვინაიდან, ლაშა თორდიას ჯერ კიდევ არა აქვს დაზარალებულის სტატუსი. შესაბამისად, მისი ინტერესების დამცველ ორგანიზაციას და ადვოკატს საქმის მასალებზე ხელი არ მიუწვდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იცავს ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ინტერესებს. ორგანიზაციის იურისტი ეკა ქობესაშვილი ოფიციალურად არის ჩართული საქმეში და ახორციელებს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოქმედებებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42