
გატეხილი ფირფიტა
გრძნობთ, რომ ენერგია აღარ გაქვთ. შესაძლოა დაიღალეთ იმიტომ, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც თქვენ გინდათ. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში დადგა დრო, ტაიმ-აუტი აიღოთ ან კურსი შეცვალოთ. თქვენ დროისა და ჰარმონიის დეფიციტი გაქვთ. ფრთხილად იყავით და მოუსმინეთ იმას, რაც თქვენს შინაგან მე-ს სჭირდება.
ორი გაბრაზებული ადამიანის სახე
შესაძლოა, განიცდით რისხვას, როგორც სხვის, ასევე საკუთარი თავის მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ თქვენი პიროვნების რამდენიმე ასპექტი ერთამენთს არ ეთანხმება. მაგალიათად, ერთ ნაწილს სურს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა, ხოლო მეორე ნაწილს ოჯახის შექმნა. უნდა შეეცადოთ, ეს მდგომარეობა დააბალანსოთ. მოუსმინეთ თქვენს გულს.
წითელი წრე
ცხოვრების ამ ეტაპზე, თქვენ საკუთარ თავზე უფრო მეტს ფიქრობთ, ვიდრე სხვებზე. ეს სულაც არ არის ცუდი. შესაძლოა, ეს მომენტი საკუთარი თავის შესწავლაში გამოიყენო და გაიგოთ, რა გინდათ. თუმცა ფრთხილად იყავით, არ განცალკევდეთ ხალხისგან, ზედმეტად არ ფოკუსირდეთ საკუთარ თავზე.
მასალის გამოყენების პირობები






