9 რჩევა მათ, ვინც 30-ს გადასცდა, მათგან, ვინც 40-ს გადაცილებულია
ეს საინტერესოა - 17:14, 03 Nov, 2018     7198
მწერალი და ბლოგერი, მარკ მენსონი თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებას უზიარებს მათ ვინც 30-40 წლის ასაკშია.9 რჩევა მათ, ვინც 30-ს გადასცილდა, მათგან, ვინც 40-ს გადაცილებულია:

1. დაიწყეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ახლავე

თქვენი გონება თვლის, რომ ის 10 წლით უმცროსია თქვენს სხეულზე. თუმცა, თქვენი სხეულის ჯანმრთელობა შეიძლება უცებ გაქრეს, ისე რომ ვერც შენიშნოთ. ხშირად გაიგონებთ 40 წელს გადაცილებულებისაგან - "მე რომ ახლა 10 წლით ახალგაზრდა ვიყო, ჯანმრთელი ცხოვრების წესით ვიცხოვრებდი, დავიცავდი რეჟიმს, სწორად გავანაწილებდი და დავზოგავდი ენერგიას, დავიცავდი სწორი კვების წესებს, არ გადავიტვირთებოდი არც მუშაობისა და არც გართობის დროს". ეს სრული სიმართლეა.

2. ნუ ეკონტაქტებით ადამიანებს, ვინც არაკეთილგანწყობილია თქვენს მიმართ

მიეჩვიეთ უთხრათ "არა" ხალხს, მოქმედებებს და მოვალეობებს, რომლებსაც არანაირი სარგებელი და ღირებული არ მოაქვთ თქვენთვის. ნუ აიტანთ ადამიანებს, რომლებიც კეთილგანწყონილნი არ არიან თქვენს მიმართ, თუნდაც გართობის ან ფინანსური სარგებლის გამო. ეს ემოციურად დაგძაბავთ და ზიანს მოგაყენებთ. ადამიანები ხშირად რაღაც მოსაზრებებით მაინც კონტაქტობენ ამგვარ ადამიანებთან, რის გამოც შემდეგ პრობლემები ექმნებათ. კარგი ურთიერთობები რთულად ყალიბდება და არსებობენ თქვენი რეალური მეგობრები, არ არის საჭირო ხარჯოთ დრო და ენერგია შემთხვევით და არაკეთილგანწყობილ ადამიანებზე. თქვენ აღარ ხართ 20 წლის, რომ ყველასთან გქონდეთ ურთიერთობა.

3. მოექეცით კარგად მათ, ვინც მოგწონთ, გიყვართ და ვის მიმართ გულგრილი არ ხართ

ტრაგედია ყველა ადამიანისა თუ ოჯახის ცხოვრებაში ხდება. იყავით ის პიროვნება, რომელზეც დაყრდნობა შეიძლება. 30-დან 40 წლამდე პერიოდი ეს ის დროა, როცა პრობლემები იმატებს. სწორედ ამ დროს გჭირდებათ ადამიანი, რომელიც გულწრფელია თქვენს მიმართ, უანგარო დამოკიდებულება აქვს თქვენთან და თქვენც ანალოგიური დამოკიდებულებით უპასუხეთ.

4. ცხოვრებაში ყველაფრის მიღწევა შეუძლებელია, მიზნად დაისახეთ ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდით

ცხოვრებაში ყველაფერი კომპრომისებზეა აგებული. თქვენ იძულებული ხდებით დათმოთ ერთი რამ, რათა მიაღწიოთ უფრო მნიშვნელოვანს. არჩევანი ხშირად მცდარია ხოლმე. წლებია საჭირო იმისათვის, რომ აირჩიოთ ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდით, სიამოვნებას განიჭებთ და სასარგებლოა თქვენთვის.


5. ნუ გეშინიათ, გარისკეთ, თქვენ შეგიძლიათ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ

მიუხედავად იმისა, რომ 30 წლის ასაკში უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ არჩეულ გზას უნდა მიყვეს, არასოდეს არ არის გვიან დაიწყოთ თავიდან და რაიმე შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში.

6. გააგრძელეთ ზრდა და განვითარება, ეცადეთ გახდეთ უკეთესი

თქვენი პირველი ნომერი ამოცანა უნდა იყოს, რომ გახდეთ უჯკეთესი - უკეთესი ადამიანი, კოლეგა, მეგობარი, ოჯახის წევრი. რაიმეს სწავლა და სრულყოფისკენ მისწრაფება არასდროს არის გვიან, ეს თქვენს პიროვნებასაც და ცხოვრებასაც უკეთესობისაკენ შეცვლის.

7. ნუ შეგეშინდებათ გეგმების ჩაფუშვისა და მარცხის

არავის შეუძლია ზუსტად განსაზღვროს თუ როგორი იქნება მისი ცხოვრება 5 წლის შემდეგ. ხშირად ჩვენი გეგმები იფუშება, ვმარცხდებით, მაგრამ ეს ტრაგიკულად არ უნდა აღიქვათ. ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, მთავარია არ მოკვდეთ სულიერად, გონებრივად, ემოციურად, ადამიანურად.

8. ყველაფერი გაიღეთ ოჯახისათვის
თუ თავისუფალი დრო გაქვთ, ეცადეთ ის გაატაროთ ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად. შექმენით საკუთარ ოჯახში სიმშვიდისა და სიყვარულის ატმოსფერო, ეს თქვენ გაგაძლერებთ დასიამოვნებას მოგანიჭებთ.

9. ისწავლეთ საკუთარი თავის სიყვარული და საკუთარი ღირსების პატივისცემა

გაუკეთეთ საკუთარ თავს რაიმე კარგი ყოვედღე, ცხოვრება რთულია, ასე რომ ვისწავლოთ საკუთარი თავის პატივისცემა და სიყვარული, თუმცა ეს არ უნდა გადაგივიდეთ ეგოიზმში. როდესაც თქვენს წინაშე კიდევ ახალი პრობლემა, მოვლენა ან ადამიანი გაჩნდება, ჰკითხეთ საკუთარ თავს, იქნება ეს მნიშვნელოვანი თქვენთვის 5 ან 10 წლის შემდეგ? თუ არა, მინიმალური დრო დაუთმეთ მათ და გადადით უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42