ორი ყველაზე სიმპატიური არსება ამერიკელებს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და როგორ შეიძლება, მათ მოწოდებას არ დაეთანხმო?!
ვიდეო, რომლის ყურებაც არასოდეს გბეზრდება(სავარაუდოდ), გუშინ გავრცელდა.
ლეონარდო დიკაპრიო ამბობს, რომ ამ არჩევნების შედეგი შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს მათ ცხოვრებაში.
„სასწორზე ბევრი რამაა, იარაღის კონტროლის კანონები, საიმიგრაციო პოლიტიკა, სუფთა წყალი და ჰაერი, მილიონობით ადამიანის წვდომა ჯანდაცვაზე“ - ამბობს ლეონარდო.
თავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობს ბრედ პიტიც.
„ეს არჩევნები განსაზღვრავს კლიმატის ცვლილების მომავალს, სისხლის სამართლის რეფორმებს, განათლების დაფინანსებას, ლგბტქ თანასწორობას და თქვენი ხმის უფლებასაც კი“ - ამბობს ბრედი.
არჩევნები 6 ნოემბერს არის დაგეგმილი. აშშ-ში შუალედური არჩევნებზე, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ ტარდება, სრულად გადაირჩევენ აშშ-ის წარმომადგენლობით პალატას, ასევე სენატორების მესამედს. გარდა ამისა, 39 შტატში ახალ გუბერნატორებს აირჩევენ.
მასალის გამოყენების პირობები






