ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელსაც შეუძლია მამაკაცს სიცოცხლე ჯოჯოხეთად უქციოს
ეს საინტერესოა - 12:37, 03 Nov, 2018     31241
მამაკაცების აზრით, ნებისმიერი ქალი იბადება იმისთვის, რომ მათ ცხოვრებაში თავის ტკივილი და ქაოსი რაღაც დოზით მაინც შემოიტანოს. თუმცა, ამ მხრივაც არსებობენ "ექსკლუზიურები", რომელთაც უნარი აქვთ ნებისმიერი მამაკაცის ყოველდღიურობა ოსტუტურად გადააქციონ ჯოჯოხეთად. ამის მიზეზი კი ზოდიაქოს ნიშანი და თავად ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი მთავარი სახასიათო შტრიხებია. ასე რომ მამაკაცებო, სანამ დაოჯახდებით და ვინმეს ხანგრძლივი ვადით დაუკავშირებთ ცხოვრებას, იქნებ მისი დაბადების თარიღი დაგეზუსტებინათ?

ვერძი – იგი მამაკაცური ენერგეტიკის სიჭარბით გამოირჩევა, ამიტომ გარდა იმისა, რომ პერიოდულად აუტანლად უხეში, ხისტი და სწორხაზოვანია, მმართველი პლანეტა მარსის წყალობით ნებისმიერ საქმეს შეუძლია გაართვას თავი, რაც როგორც წესი მამაკაცის პრეროგატივაა ყოველთვის. მას შეუძლია ოსტატურად შეულახოს კაცს თავმოყვარეობა არამხოლოს სახალხოდ გამართული ჩხუბითა და სკანდალით (რისი მიზეზიც ხშირად ეჭვიანობაა), არამედ საკუთარი ზედმეტი დამოუკიდებლობით. ის ხომ ფაქტობრივად უფუნქციო თოჯინად აგრძნობინებს მის გვერდით თავს, ნებისმიერ ძლიერი სქესის წარმომადგენელს.

ტყუპი – ამ ქალის პრობლემა ზედაპირულობაა. მართალია, იგი შეიძლება იყოს ნაზი, ქალური, დახვეწილი, საოცრად მომხიბვლელი და მაცდუნებელი. მაგრამ მას ვერასოდეს დაიჭერს ხელში ვერც ერთი მამაკაცი, ხომ შეუძლებელია ქარი გამოამწყვდიო ქილაში სწორედ იგივე პრობლემაა ტყუპთან. იგი ყველასია და ამავდროულად – არავისი. ეს კი ნებისმიერ თავმოყვარე მამრს შეულახავს ღირსებას და დაუდაბლებს თვითშეფასებას. ამასთან ერთად, ქალი ტყუპისგან ყველაფერს უნდა ელოდოთ. ღალატს, ფლირტს, თავგადასავლებს. მას იმდენად სძულს რუტინა და ერთფეროვნება, რომ ამ მიზეზით შეუძლია თავს ნებისმეირი უკიდურესობის ჩადენის უფლება მისცეს თუკი მამაკაცი მას მოწყენის საშუალებას აძლევს.

მორიელი – მასთან ურთიერთობა ალბათ ყველაზე მძიმე შემთხვევაა ჩამოთვლილ სამეულს შორის. ქალი მორიელის ყველაზე დიდი ნაკლი მაქსიმალიზმია, რის გამოც მას ძალზე ხშირად უფუჭდება ან სამკვდრო-სასიცოცხლო ომში გადაეზრდება ხოლმე მორიგ პარტნიორთან ურთიერთობა. საქმე იმაშია, რომ მორიელს პალიტრაში არასოდე გააჩნია ე.წ. "ნახევარტონები" – შესაბამისად, მას ან ძალიან უყვარს ვინმე, ან – დასანახავად ეჯავრება. ყოველდღიურ ცხოვრებაში დისბალანსის მიზეზიც ზუსტად ეს არის მისთვის, იმიტომ რომ მამაკაცისთვის ხშირად მიუღებელია ამ ქალის უკომპრომისობა და სწორხაზოვანი შეხედულებები. გარდა ამისა, არც ერთი მორიელი ქალი არ თმობს ბრძოლის ველს მარტივად და მშვიდობიანად. შესაბამისად, თუკი ურთიერთობა რაღაც მიზეზით ვერ შედგა, ქალი მორიელი ვერაფრით მოისვენებს სანამ "ყოფილს" დამსახურებულ სამაგიეროს არ მიუზღავს. იგი უბრალოდ ზედმეტად სამართლიანია საიმისოდ, რომ დამნაშავე დაუსჯელი დატოვოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42