მას შემდეგ რაც ექოსკოპიაზე მისულ შარანს ექიმმა განიცხადა, რომ ნაყოფის გული გაჩერებული იყო, ქალმა უარი თქვა საშვილოსნოდან ემბრიონის ნაწილების სამედიცინო ხელსაწყოებით გამოტანაზე და მედიკამენტების დახმარებით იმშობიარა. იმის გამო რომ 20 კვირამდე ნაყოფი, აშშ-ის კანონებით ბავშვად არ ოთვლება, შარანს და მის ქმარს ნება დართეს ნაყოფი სახლში წაეყვანათ და დაეკრძალათ.
შარანი გაოცებული იყო იმით, თუ როგორ „სრულყოფილი“ იყო მისი ბიჭი, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 10 სმ იყო და 25 გრამს იწონიდა. წყვილმა გარდაცვლილ შვილს მირანი დაარქვა. შარანის თქმით, ფოტოს გავრცელების მიზეზი იყო ის, რომ ქალებმა, რომლებიც აბორტზე ფიქრობენ, ნახონ როგორ გამოიყურება ნაყოფი, ასეთ ადრეულ ვადებზეც კი.
„როცა ხელში მეჭირა და ვხედავდი, რამდენად იდეალურად იყო ის ფორმირებული, გაოცებული ვიყავი. დაჯერება არ შემეძლო, როგორი იდეალური ქონდა ყველაფერი: ყურები, ენა, ღრძილები, ტუჩები... დაუჯერებელია.
წიგნებში ხშირად ხატავენ ბავშვებს საშვილოსნოში, მაგრამ ისინი სულ სხვანაირად გამოიყურებიან. მე სულის სიღრმემდე შეძრული ვიყავი.
მას სჭირდებოდა მხოლოდ შემდგომი გაზრდა და განვითარება. რა განვიცადე ამის აღწერა შეუძლებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ის მოკვდა, მე მომეცა შესაძლებლობა ხელში დამეჭირა ჩემი შვილი.
ჩვენი სამყარო დაუბადებელი ბავშვების დეჰუმანიზაციას შეეჩვია. აბორტების ინდუსტრიამ დიდ წარმატებას მიაღწია, მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ იმ ქალებს, რომლებიც აბორტს იკეთებენ, ეს ეხება მათაც, რომლებმაც ბავშვები დაკარგეს და მათ ნაყოფს ბავშვებად ვერ აღიქვამდნენ.
როცა ქალი კარგავს დაუბადებელ ბავშვს, მას არ შეუძლია ის ისევე იგლოვოს, როგორც დაბადების შემდეგ გარდაცვლილი. დაუბადებელი ბავშვის გარდაცვალებაზე საუბარიც კი მიუღებელია. ქალს ეს ტკივილი მარტოს გადააქვს, იმის გამო რომ მასში ვერ ხედავენ ბავშვს, ვერ ხედავენ ადამიანს...
მე და ჩემმა ქმარმა გადავწყიტეთ ის ჰორტენზიების ქოთანში დაგვეკრძალა, რომლებიც ყოველ წელს აყვავებისას მის თავს გაგვახსენებენ“- ამბობს შარანი.






მასალის გამოყენების პირობები






