ერჯან კესალი თურქეთში ძალიან პოპულარული მსახიობია, ის მონაწილეობდა ფილმებში „სამი მაიმუნი“, „ერთხელ ანატოლიაში“, „ჯოჯოხეთი“ და სხვა. ის კანის ფესტივალის გამარჯვებული ფილმის „ერთხელ ანატოლიაში“ სცენარისტიც იყო და რეჟისორის ასისტენტიც.
გარდა ფილმებისა ერჯან კესალმა საერთაშორისო პოპულარობა სერიალებითაც მოიპოვა. მას ქართველი მაყურებელი სერიალ „Içerde“-დან იცნობს, სადაც მან აკინ ისიკ კიოსტენჯელის როლი შეასრულა, თუმცა განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა რაც სერიალ „ჩუკურში“ (ორმო) მიიღო მონაწილეობა. სერიალში ერკან კესალი სტამბოლის ერთ-ერთი უბნის „ჩუკურის“ არაოფიციალური მმართველის იდრის კოჩოვალის როლს ასრულებს. ამ უბანში ყველა და ყველაფერი მას ემორჩილება. ჩუკურელებს ჩუკური სახლად იდრისი კი მამად მიაჩნიათ.
ცოტამ თუ იცის, რომ ერჯან კესალის ძირითადი პროფესია ექიმობაა და მიუხედავად მისი გადატვირთული სამსახიობი კარიერისა, ის თავისი პროფესიით ისევ მუშაობს.
59 წლის ერჯან კესალი 2005 წლიდან დაქორწინებულია ცნობილ მსახიობზე ნაზან კესალზე და მათ 12 წლის ვაჟი, პოირაზი ჰყავთ.














მასალის გამოყენების პირობები






