„გამოძიება უმოკლეს ვადებში იმსჯელებს დანაშაულის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის საკითხზე“- შსს ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე
სამართალი - 16:05, 01 Nov, 2018     1023
შინაგან სამეთა სამინისტრო არჩევნების დღესა და მომდევნო დღეებში განვითარებულ მობლენებს განცხადებით ეხმაურება.

უწყებასი ამბობენ, რომ ახალქალაქში მომხდარ ფაქტზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს და გამოძიება, დანაშაულის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის საკითხზე უმოკლეს ვადებში იმსჯელებს.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობისას და მომდევნო დღეებში დაფიქსირებული ინციდენტების და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ.

2018 წლის 30 ოქტომბერს, ახალქალაქში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილით დაიწყო.

შეტყობინების მიღებისთანავე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია. დაკითხულია ათობით მოწმე, მათ შორის გაერთიანებული ოპოზიციისა და პოლიტიკური პარტია ქართული ოცნების წარმომადგენლები, კონფლიქტის შემსწრე და სისხლის სამართლის საქმესთან კავშირში მყოფი სხვა პირები. მხარეები და მოწმეები დაპირისპირების სხვადასხვა მოტივზე საუბრობენ. ამ დრომდე ვერ მოხერხდა ყველა დაზარალებულის გამოკითხვა. 2018 წლის 30 ოქტომბერს დაზარალებულებმა უარი თქვეს გამოკითხვაზე, რამაც საწყის ეტაპზე გამოძიებას შეუქმნა გარკვეული პრობლემები ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კუთხით. 2018 წლის 31 ოქტომბერს, ზემოაღნიშნული პირები დათანხმდნენ გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და ორი მათგანი უკვე გამოიკითხა. დანარჩენი ორი დაზარალებული მათივე სურვილით გამოიკითხება 2018 წლის 1 ნოემბერს.

საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულის მოტივის და ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოპოვებისთანავე, გამოძიება, უმოკლეს ვადებში, იმსჯელებს დანაშაულის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის საკითხზე. გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ასევე სასამართლო-სამედიცინო და სხვა აუცილებელი ექსპერტიზები. მუშავდება შემთხვევის ადგილზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები.

რაც შეეხება, არჩევნების დღეს და მომდევნო დღეებში მომხდარ სხვა ინციდენტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებას, არჩევნების დღეს, პოლიციის შესაბამისი დანაყოფები, მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფდნენ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას. დაფიქსირდა რამდენიმე ინციდენტი, რასთან დაკავშირებითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება იყო მყისიერი. კერძოდ, 2018 წლის 28-30 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, სულ გამოძიება დაიწყო 14 სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე, 126-ე, 151-ე, 154-ე, 187-ე და 239-ე მუხლებით.

18 ინციდენტის შესწავლის შედეგად, არ დადასტურდა დანაშაულის ჩადენა, რის გამოც გამოძიება არ დაწყებულა.

6 ინციდენტის შესწავლა ამჟამადაც მიმდინარეობს. საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლის თავიდან ასარიდებლად, მათივე სურვილით, არ გამოკითხულან შეტყობინების ინიციატორები, რომლებიც საარჩევნო უბნებზე მუშაობდნენ. აღნიშნული პირების გამოკითხვის შემდეგ, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, მოხდება შესაბამისი რეაგირება.

გამოძიება დაწყებულ საქმეთა შორის არის მარნეულის ინციდენტი, რაზეც მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მარნეულში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს კონფლიქტის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდარღვევის აღსაკვეთად ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს, რის გამოც სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთი წევრი და ქართული ოცნების ერთი წევრი.

აქვე გვსურს გაცნობოთ, რომ არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე სხვადასხვა საქმეზე მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 15 პირი, რომელთა შორის არიან როგორც ოპოზიციური, ისე მმართველი პარტიის წევრები, მათ შორის, ქუთაისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას. სამართალდარღვევის ჩამდენი ნებისმიერი პირის მიმართ, განურჩევლად ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისადმი მათი კუთვნილებისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს“- წერია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42