ხორავას ქუჩის საქმის მოწმეზე ზემოქმედება - სასამართლო პროცესზე დღეს ლუკა კალანდია დაიკითხა
სამართალი - 20:23, 31 Oct, 2018     2005

თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც ლუკა კალანდია დაიკითხა.

ლუკა კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მთავარი მოწმის მიხეილ კალანდიას ძმა და მორჩაძის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.

გამოძიების ინფორმაციით, მერაბ მორჩაძე კალანდიების ოჯახის ახლობელია და მ.კ-ს, თანხის სანაცვლოდ, ჩვენების შეცვლა სთხოვა და მასზე ზეწოლაც მოახდინა. ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, თუმცა კალანდიების ოჯახთან კავშირს არ უარყოფს.

ლუკა კალანდიას მედიასთან კომენტარია რ გაუკეთებია, თუმცა მისი ადვოკატი ადასტურებს, რომ მერაბ მორჩაძემ კალანდიას თანხა ნამდვილად გადასცა. უფლებადამცველის შეფასებით, თანხის გადაცემა მოწმეზე ზემოქმედებას არ უკავშირდება და მორჩაძემ მას მხოლოდ ფინანსური დახმარება გაუწია.

„მისი ჩვენებით, ფაქტიურად დადასტურდა ერთის მხრივ ის ფაქტი, რომ გარკვეული სახის თანხა დახმარების მიზნით გადაცემული არის ოჯახზე, თუმცა აქ არის მთავარი და მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ბრალდების მიერ გამოკითხული ერთ-ერთი მთავარი მოწმის მიერ მიცემული ჩვენებით, დადასტურებულია, რომ ეს არ იყო ვინმეს მოსყიდვის ფაქტი, ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ადამიანები, ნათესავები ერთმანეთს ეხმარებიან და სწორედ ამ მიზნით იქნა თანხა გადაცემული.“ - განაცხადა ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა.

გუშინ აღნიშნულ საქმეზე მიხეილ კალანდიაც დაიკითხა, იმის გამო. რომ პროცესი დახურული იყო, კალანდიას ჩვენების დეტალები არ გასაჯაროებულა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42