ტყუილად არ ამბობდა ფრანგთა მწვრთნელი დიდიე დეშამი მატჩისწინა კომენტარში - "საქართველოს ნაკრებისაგან ყველაფერია მოსალოდნელი, ხოლო თემურ ქეცბაიას განცხადებით, ფრანგებთან ფრე ან მოგება საქართველოს ნაკრებს მესამე ადგილის დაკავების კარგ შანსს აძლევდა.
უფერული მეორე ტაიმის შემდეგ ქართველებმა უფრო შემტევი ფეხბურთი აჩვენეს და შედეგმაც არ დააყოვნა - თორნიკე ოქრიაშვილს ორჯერ შეეძლო გოლის გატანა ერთ შეტევაში, მაგრამ ფრანგები ჯერ მეკარე ლორისმა, ხოლო მეორე დარტყმის დროს ძელმა იხსნა.
ხუთი წუთის შემდეგ, მიუხედავად აბიდალის მეურვეობისა ზუსტად და ძლიერად ნიკოლოზ გელაშვილმა დაარტყა, მაგრამ აქაც ლორისი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე.
თამაშის მიწურულს უკვე გიორგი ლორიას ჯერი დადგა - მან ჯერ 84-ე წუთზე რიბერის დარტყმა მოიგერია, ხოლო 90-ე და დამატებულ წუთებზე ჟირუ და ბაკარი სანიას თავური დარტყმები მოიგერია.
უეფას მიმომხილველის აზრით, მათჩის მტავარი გმირები სწორედ ლორისი და ლორიაა, მათი დამსახურებაა, რომ მატჩი უგოლოდ დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა საბოლოო ჯამში კარგი, ორგანიზებული და გააზრებული ფეხბურთი აჩვენა და 10 სექიემბერს ფინეთთან წარმატების შემთხვევაში, მესამე ადგილზე გადაინაცვლებს, ხოლო ფრანგებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვება ბელორუსთან გასვლაზე, ან ფინეთთან შინ თამაშებში მოუწევთ. ჯგუფის ლიდერმა, ესპანეთმა ბელორუსთან გასვლაზე 2:0-ით გამარჯვების შემდეგ უკვე გაინაღდა ბრაზილიის საგზური.
მასალის გამოყენების პირობები






