დღეს სასამართლო სუსის წინააღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სარჩელს განიხილავს
სამართალი - 11:50, 30 Oct, 2018     1564
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების, აიზა მარგოშვილის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ, რომელშიც ისინი მათი გარდაცვლილი შვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის პრობლემაზე დავობენ. სასამართლოს წინაშე მოსარჩელეების ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) წარმოადგენს.

2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ საჯარო განცხადებებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სათანადო დათქმის გარეშე, მტკიცებით ფორმაში უთითებდა თემირლან მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივ კავშირებზე და წარმოადგინა ფრაგმენტული ვიდეო და ფოტო მასალა, რომელიც მასში წარმოდგენილი ინფორმაციის არასწორ ინტერპრეტაციას იძლეოდა და მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს არ განმარტავდა. აღსანიშნავია, რომ იგივე შინაარსის და პრობლემატიკის განცხადებები შემდგომში სხვა საჯარო პირებმაც, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთეს, რაც მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩენას და ნეგატიური წარმოდგენების კულტივირებას ახდენდა.

„თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ბრალის ოფიციალური წარდგენა და ბრალდებულის სტატუსის მინიჭება არ განხორციელებულა. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე მტკიცებით ფორმაში, ყოველგვარი ეჭვის ან სხვაგვარი შესაძლებლობის დაშვების გარეშე თემირლა მაჩალიკაშვილის დამნაშავეობაზე და მის მიერ ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერაზე მითითება, არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ და საზოგადოების თვალში მისი დამნაშავედ წარმოჩენას და დეჰუმანიზებას ისახავდა მიზნად.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამარლოს პრეცედენტული სამართალი ამ კუთხით ერთგვაროვანია და იმპერატიულად ადგენს სასამართლოსა, თუ სისხლის სამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს ვალდებულებაზე დაიცვას პირის უდანაშაულობის პრეზუმფცია, რაც გულისხმობს ორგანოთა ვალდებულებას არ გამოიყენონ დანაშაულის აღმნიშვნელი სიტყვები და არც სხვა სიტყვებით გამოხატონ წინასწარი აზრი პირის ბრალეულობასთან დაკავშრებით, ვიდრე არ დამტკიცდება პირის დამნაშავეობა კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. ცხადია, აღნიშნული არ გამორიცხავს შესაბამისი ორგანოების მხრიდან მოსახლეობის ინფორმირებას მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია მხოლოდ ფაქტების სახით იქნეს მიწოდებული და მას არ ჰქონდეს დეკლარაციული, მტკიცებითი ხასიათი ბრალდებულის დამნაშავეობასთან დაკავშირებით.

სასამართლო დავის ფარგლებში თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მიზნად ისახავენ:

  • გარდაცვლილი შვილის ღირსების დაცვას, საზოგადოებაში მისი სახელის რეაბილიტაციას, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გაკეთებული განცხადებების შედეგად მინიჭებული სტიგმის მოშორებას და მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფაქტის აღიარებას;
  • სუს-ის მხრიდან მათი შვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის აღიარების შედეგად დაიცვან საკუთარი ოჯახის ღირსება, რამდენადაც, სუს-ის მიერ მათი შვილისათვის ტერორიზმის მხარდამჭერის სტატუსის მინიჭების შემდგომ ისინი ასევე იღებენ ნეგატიურ შეფასებებს და წინასწარ განწყობებს საზოგადოების მხრიდან, "- ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულ გნცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42