გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ იაგო ნებიერიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
"მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს" - აღნიშნავენ საქართველოს პროკურატურაში.
გოგონას ოჯახი გუშინ დილიდან ეძებდა. ცხედარი გვიან ღამით გორის რაიონის სასამართლოს ეზოში იპოვეს. ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე თავდაპირველად რამდენიმე ვერსია ვრცელდებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე 33 წლის იაგო ნებიერიძე დააკავა, რომელიც წარსულში ნასამართლევი პირია.საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
"ნიუპოსტის" ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცის კუთვნილი მობილურ ტელეფონში მოკლული გოგონას რამდნეიმე დღით ადრე არის გადაღებული ფოტოები აღმოჩნდა, რის გამოც ადგილობრივები ეჭვობენ, რომ ბრალდებული ბავშვს უთვალთვალებდა.
როგორც "ნიუპოსტს" ადგილობრივებმა უთხრეს, მკვლელობა გოგონას საცხოვრებელი ქუჩის პარალელურ ქუჩაზე ერთ-ერთ სახლში მოხდა, მკვლელობაში ბრალდებული პირი კი სავარაუდოდ ამ სახლში მუშად მუშაობდა.
ადგილობრივების განცხადებით, ისინი ეჭვს გამოთქვამენ, რომ ბრალდებულმა გოგონა სახლის სარდაფში ჩაიყვანა და სავარაუდოდ, იძალადა.
მათივე თქმით, ნანიკო ბერიაშვილი სასტიკად ნაწამებია. მოზარდს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობებიც აღენიშნება.
მასალის გამოყენების პირობები






