ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმე - სასამართლომ პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსი ლაშა კვირკვაია დამნაშავედ ცნო
სამართალი - 17:00, 26 Oct, 2018     3077

პროკურატურის საკასაციო საჩივრის საფუძველზე უზენაესმა სასამართლომ პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსი სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დამნაშავედ ცნო

"საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს მე-5 განყოფილების ყოფილი უფროსი ლ.კ დამნაშავედ ცნო

სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ 2015 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსს ლ.კ.-ს შეკამათება მოუვიდა ამავე განყოფილებაში მისულ ადვოკატ გ.მ.-სთან, რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს დ.ბ-ს იურიდიული კონსულტაცია გაუწია და დუმილის უფლების არჩევა ურჩია. კამათის დროს ლ.კ.-მ ძალადობით გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და გ.მ-ს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.

როგორც თბილისის საქალაქო, ისე თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლ.კ. დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის I ნაწილით და სასჯელის სახედ განუსაზღვრა ჯარიმა 12 000 ლარის ოდენობით, რაც სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდა 2000 ლარით და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ბრალდების მხარემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ლ.კ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაადგინა და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მას ასევე 1 წლით ჩამოართვა საქმიანობის უფლება. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ლ.კ. სასამართლო სხდომის დარბაზში დააკავეს.

ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსი ლაშა კვირკვაია დამნაშავედ ცნო"- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში..







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42