მამაკაცი გოგონების ცხედრებს თხრიდა და მათგან თოჯინებს აკეთებდა, მის სახლში 26 ასეთი "თოჯინა" აღმოაჩინეს - შემზარავი ფაქტი რუსეთში
ეს საინტერესოა - 16:38, 20 Feb, 2019     26967
ნიჟნი ნოვგოროდის სასამართლომ 51 წლის ანატოლი მოსკინს ფსიქიატრიულ კლინიკაში იძულებითი მკურნალობის ვადა გაუხანგრძლივა. მიზეზი, რის გამოც ანატოლი მოსკინი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა შემზარავია. 2011 წელს მის სახლში 26 მუმია იპოვეს, რომელიც მან საფლავებიდან ამოთხრილი გოგონების ცხედრებისგან გააკეთა.


ანატოლი მოსკვინმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და ნიჟნი ნოვგოროდის ენათმეცნიერების უნივერსიტეტში კელტოლოგიას ასწავლიდა. ის პროფესიონალურად იყო დაკავებული ნეკროპოლისტიკით და დაწერა რამდენიმე საკმაოდ მნიშვნელოვანი სამეცნიერო სტატია, რომელიც სასაფლოების ისტორიას ეძღვნებოდა.

თავიდან არავის უეჭვია, რომ მოსკვინს საფლავები, მხოლოდ სამეცნიერო თვალსაზრისით არ აინტერესებდა და როდესაც ქალაქში საფლავების რეგულარულად ამოთხრა დაიწყეს მეცნიერი ეჭვიტანილთა სიაში თავდაპირველად არც კი ყოფილა. მოსკვინი ერთ-ერთი გოგონას ცხედრის მოპარვისას „ჩავარდა“, როდესაც მას მაწანწალა ძაღლი დაესხა თავს.

მოსკვინის სახლის ჩხრეკის დროს ნანახმა ვითარებამ სამართალდამცავებიც კი შეაშფოთა. სახლში ადამიანის სიმაღლის 26 უცნაური „თოჯინა“ ინახებოდა, ბავშვების ცხედრებისგან თოჯინების შექმნას მოსკვინი „შემოქმედებითად“ უდგებოდა და მათი „სრულყოფილებისთვის“ მათ სხეულში ჩვეულებრივი თოჯინებიდან ან მუსიკალური ზარდახშებიდან ამოღებულ მუსიკალურ მექანიზმებს ამონტაჟებდა. მუმიებთან შეხებისას ისინი სიმღერას ან სხვადასხვა ხმების გამოცემას „იწყებდნენ“.

მოსკვინი საფლავებიდან ნაკლებ დაზიანებულ ცხედრებს იღებდა მათ ამუმიავებდა, მაკიაჟს უკეთებდა და სხვადასხვა ტანსაცმელს აცმევდა. გარდაცვლილ გოგონათა ასაკი 3-დან 11-მდე იყო.

დაპატიმრების შემდეგ მოსკვინი ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ შეურაცხადად ცნო და მას იძულებითი მკურნალობა დაუნიშნეს, 2011 წლიდან მას მკურნალობის ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივეს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42