პესონსი ფორბსის რეიტინგს უკვ ე 4 წელია ლიდერობს, შემდეგ 3 ადგილსაც მისი კოლეგები იკავებენ სერიალიდან: ჯონი გალკი 25 მილიონიანი შემოსავლით. საიმონ ჰელბერგი და კუნალ ნაიარი 23.5 მილიონი შემოსავლით. მეოთხე ადგილზე არის მარკ ჰერმონი სერიალიდან NCIS-ი, მან 19 მილიონი დოლარი გაოიმუშავა. ათეულში ასევე შევიდნენ ედ ო’ნილი 14 მილიონი. ერიკ სტოუნსტრიტი 13.5 მილიონი , ჯესი ტაილერ ფერგიუსონი 13 მილიონი და ტაი ბურელი 12 მილიონი. რეიტინგშ პირველად მოხვდა „მოსიარულე მკვდრების“ მსახიობი ენდრიუ ლინკოლნი 11 მილიონი დოლარის შემოსავლით.
ერთადერთი მსახიობი, რომელმაც რეიტინგში ადგილი დაკარგა არის კევინ სპეისი, რომელლიც სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. Netflix-მა მასთან თანამშრომლობა შეწყვიტა და ის მოხსნა სერიალ „ბანქოს სახლის“ მთავარი როლიდან. სპეისთან დაკავშირებით გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
აგვისტოში CBS-მა სერიალ „დიდი აფეთქების თეორიის“ დახურვის შესახებ განაცხადა. სერიალი 2007 წელს გამოვიდა და ეთერში 12 სეზონის განმავლობაში იყო. სერიალმა დიდ წარმატებას მიაღწია და „ემმის“ და „ოქროს გლობუსი“ რამდენიმე პრემია მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






